სსიპ -ქალაქ თბილისის 108-ე საჯარო სკოლა
სკოლის დირექტორი: მაია მღვდელაძე
![](http://catalog.edu.ge/upload/school_info/3640.jpg)
ჩვენი სკოლის გერბი
ავტორი: მარია ფიფია
![](https://scontent-fra3-1.xx.fbcdn.net/hphotos-xft1/v/t1.0-9/10451784_825107210902436_5861627966319236827_n.jpg?oh=ec58389c6e282db3c1b414556928b053&oe=5656AE6B)
სკოლის მისამართი: შუამთის ქ 20
ტელეფონი: 2 76 76 52
![](https://burusi.files.wordpress.com/2009/08/e18398e18390e18399e1839de18391-e18392e1839de18392e18394e18391e18390e183a8e18395e18398e1839ae18398-e18393e18394e18393e18390-e18394.jpg)
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები 108-ე სკოლის დირექტორს შეხვდნენ
საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული სკოლის სტუდენტები, რომლებსაც არჩეული აქვთ ჰუმანიტარული სკოლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, სასწავლო კურსის “ხარისხის მართვა სკოლაში” ფარგლებში, შეხვდნენ თბილისის №108-ე საჯარო სკოლის მოქმედ დირექტორს, ქალბატონ მაია მღვდელაძეს.
შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა სტუმრის პრეზენტაციასა და კითხვა-პასუხის რეჟიმს. სკოლის დირექტორი სტუდენტებს ესაუბრა სკოლის განვითარების ხედვასა და მისიაზე, რომლითაც თავად იგი წარსდგა №108-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წინაშე; სტრატეგიული ანალიზის, ე.წ. “სვოტ-ანალიზის” აუცილებლობასა და სკოლის სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესზე. მოწვეული სტუმრის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია სტუდენტებთან.
სტუდენტთა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია საჯარო სკოლის დირექტორის არჩევის პროცედურამ, ასევე, იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალმა, რომელსაც უნდა ფლობდეს წარმატებული სკოლის წარმატებული დირექტორი.
![image](http://www.archives.gov.ge/uploads/photo/cache/2/74eebabc6157ec5d50a7d84ba433b1c2_2095.jpg)
![დედამიწის დღე თბილისის 108-ე სკოლაში](http://gnnews.ge/wp-content/uploads/2015/04/11149265_790669124355305_4855921625011111323_n.jpg)
დედამიწის დღე თბილისის 108-ე სკოლაში
22 აპრილს მთელს მსოფლიოში აღინიშნება დედამიწის დღე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიაა. დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა მსოფლიო მასშტაბით და მილიონობით ადამიანი გამოვიდა ჩვენი პლანეტის – დედამიწის დასაცავად.
დედამიწის დღის დაარსების ინიციატორი იყო ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორი გეილორდ ნელსონი, მიზეზი სანტა ბარბარას საბადოებიდან ნავთობის დაღვრა იყო, რომელმაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია.
საქართველოში „დედამიწის დღე“ პირველად 1990 წელს აღინიშნა, წელს, ეს დღე 45-ედ აღინიშნება და მის ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობაა დაგეგმილი.
სწორედ დედამიწის დღეს მიუძღვნეს თბილისის 108-ე საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“.

საგანმანათლებლო პროექტის ვიქტორინის პირველი ნაწილი გაიმართა
18:17 | 24 მაისი, 2015
![image](http://www.archives.gov.ge/uploads/photo/cache/2/74eebabc6157ec5d50a7d84ba433b1c2_2095.jpg)
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტ "საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის" დასკვნითი ეტაპის - ვიქტორინის - პირველი ნაწილი გაიმართა.
მონაწილე 20 სკოლიდან ვიქტორინის მეოთხედფინალში გადავიდა რვა სკოლა:
1. „ΝΚ“
2. 130-ე სკოლა
3. მე-5 სკოლა
4. „კანდიდი“
5. 108-ე სკოლა
6. „პოლიგლოტი“
7. 146-ე სკოლა
8. 99-ე სკოლა
1. „ΝΚ“
2. 130-ე სკოლა
3. მე-5 სკოლა
4. „კანდიდი“
5. 108-ე სკოლა
6. „პოლიგლოტი“
7. 146-ე სკოლა
8. 99-ე სკოლა
პროექტის გამარჯვებულები ხვალ, 25 მაისს გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მოთამაშე. მათთან ერთად, ეროვნული არქივის მიერ დაწესებულ სხვადასხვა პრიზსა და სიგელს მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდებიც მიიღებენ. მონაწილის სერტიფიკატი ყველა სკოლის ყველა მონაწილეს გადაეცემა.
შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტი "საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" 20 აპრილს დაიწყო. თბილისის 20 სხვადასხვა სკოლაში ჩატარდა პრეზენტაციები საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე. თითოეულმა სკოლამ შექმნა 7-კაციანი გუნდი, რომლებიც 5 ჯგუფში სპეციალურ კენჭისყრაზე განაწილდნენ.
პროექტი სკოლის მოსწავლეთათვის არის განკუთვნილი და 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიას შეეხება. არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი აღნიშნული თემატიკით მოსწავლეთა დაინტერესებას და მათთვის საარქივო მასალის გაცნობას ემსახურება.

No comments:
Post a Comment