არჩევითი საგნის მასწავლებლის თეა
ხმალაძის 2014-2015 სასწავლო წლის
პირველ სემესტრში შესრულებული
სამუშაოს
ა ნ გ ა რ ი შ ი
2014-2015 სასწავლო წელს ვასწავლი საგანს სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება მე-4, მე-8 და მე-12 კლასის მოსწავლეებს. მე-4ა,ბ,გ კლასებში მოეწყო პრეზენტაცია თემაზე: „გზაზე მოძრაობის ანა-ბანა“, „მაფრთხილებელი ნიშნები“, ნახატების კონკურსი კლასებს შორის, სადაც სამივე კლასი თავდაჯერებულ კონკურენციას უწევდა ერთმანეთს.
მე-4ა კლასის მოსწავლე ლუკა ლომიძემ შექმნა ელექტრო საგზაო შუქნიშანი, რომელიც შემდგომი კლასებისთვის მუდმივად აქტუალური იქნება თვალსაჩინოებისთვის. დაწყებითი საფეხურის ყველა კლასში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი. ცოდნის გამოსავლენად მოეწყო შეჯიბრი ჯგუფებს შორის. გამარჯვებული ჯგუფები წახალისდნენ სიტყვიერი კომენტარით და „ღიმილაკებით“. მე-8გ კლასში ჩატარდა გაეროს იმიტირებული სხდომა თემაზე: „თანამედროვე ბუნებრივი კატასტროფები და მათი აღკვეთის გზები“.მოსწავლეებმა განიხილეს შემდეგი თემები: მიწისძვრა, ვულკანის ამოფრქვევა, ზვავი, მეწყერი, გრიგალი. საგანი- მსოფლიო კულტურა მე-10ა კლასში სლაიდებით ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე: „მარგინალობა“. მე-10ბ კლასში კი პრეზენტაცია თემაზე: „კონტრკულტურა“. მოსწავლეებმა გააცოცხლეს 60-იანი წლების ფოტოები ბითლზების, ჯენის ჯოპლინის, პინკ ფლოიდის და იმ მეამბოხე ახალგაზრდების, რომელთაც პროგრესი, მატერიალური კეთილდღეობა და პირადი წარმატების იდეა შესთავაზეს დასავლურ ცივილიზაციას. მე-10ა კლასში მოეწყო სასწავლო ექსკურსია სააპელაციო სასამართლოში პრეზენტაციაზე. მე-10ა ბ კლასის მოსწავლეები სააპელაციო სასამართლოში დაესწრნენ სასმართლო პროცესს. მათ არსებული ცოდნა გადმოიტანეს პრაქტიკაში და დედამიწის დღესთან დაკავშირებით ჩაატარეს იმიტირებული სასამართლო პროცესი თემაზე: „დედამიწა და კაცობრიობა“. ვფიქრობ მათი ინსცენირება შთამბეჭდავი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის. მიმდინარე სასწავლო წელს წარმატებით გავიარე თრენინგ კურსი პრაქტიკულ სამართალში და ავიღე სერთიფიკატი. პროექტის ორგანიზატორებმა სკოლას საჩუქრად გადასცეს პრაქტიკული სამართალის 30 სახელმძღვანელო მოსწავლის რვეულთან ერთთად, 1 სამოქალაქო განათლების ლექსიკონი და 2 კაზუსების წიგნი სახელწოდებით „სამართლის ქალაქი“. მომავალი წლიდან დაგეგმილი მაქვს უფრო მეტი საინტერესო ღონისძიებები. უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებს ძალიან უხარიათ განსხვავებული და მრავალფეროვანი აქტივობებით გაკვეთილის მსვლელობა, ცდილობენ უკეთ წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები.
არჩევითი საგნის მასწავლებლის თეა
ხმალაძის
2015-2016 სასწავლო წლის
შესრულებული სამუშაოს
ა ნ გ
ა რ ი
შ ი
2015-2016
სასწავლო
წლის პირველ სემესტრში ვასწავლიდი საგანს
სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება მე-8 და მე-12 კლასის მოსწავლეებს. მე-7 ბ და მე-8
ა, ბ, გ კლასებში მოეწყო სასწავლო ესკურსია „სახანძრო-სამაშველო“ მუზეუმში.
მე-9/მე-11 კლასებს ვასწავლი საგანს-პროფორიენტაცია
და კარიერული დაგეგმვა. საგნიდან გამომდინარე მე-11 ა,ბ კლასის მოსწავლეებში დაიგეგმა და განხორციელდა
სასკოლო შემეცნებითი ექსკურსია კაჭრეთის კოლეჯ
„აისში“.
სკოლაში
ჩემი ინიციატივით მე-9, მე-10, მე-11 კლასებში ჩამოყალიბდა სამოქალაქო კლუბი სახელწოდებით
„კრეატიული თაობა“. ჩემი მიზანია კლუბის წევრებმა შეძლონ, რომ პრაქტიკულად გამოიყენონ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული თეორიული ცოდნა ; შეიძინონ სასკოლო პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და ჩატარების გამოცდილება
; გამოიმუშავონ აქტიური მოქალაქისთვის საჭირო
უნარ-ჩვევები,რომელიც თავის მხრივ სარგებლობას მოუტანს როგორც თითოეულ მოსწავლეს, ასევე
სკოლას და მთლიანად საზოგადოებას.
მე-8
ა და მე-8 გ კლასებს შორის მოეწყო „სპორტულ-ინტელექტუალური“ ვიქტორინა სპორტის მასწავლებელ
ნანა ვეშაპიძესთან ერთად, სადაც სპორტულ ნაწილში გაიმარჯვა „ა“ კლასმა, ხოლო ინტელექტუალურში
„გ“-მ. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ვიქტორინის შესაბამისი პლაკატები სახელწოდებით „ჩირაღდანი“-
გ კლასი და „არწივი“-ა კლასი.გამარჯვებული გუნდი(მე-8 ა) დასაჩუქრდა დირექციის მიერ
ორგანიზებული ფასიანი საჩუქრებით, ხოლო მეორე ადგილზე გასული გუნდი(მე-8 გ) სიგელებით.
სამოქალაქო
კლუბის მიერ განხორციელდა საქველმოქმედო აქცია „ვაჩუქოთ ბავშვებს ბედნიერება“, რომლის
მიზანი იყო სკოლის თითოეულ მოსწავლეს გამოეჩინა გულისხმიერება და დახმარებოდა ნუცუბიძის
ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს.
მე-7/მე-8
კლასებში მოეწყო „ინტელექტუალური ვიქტორინა“, რომლის ორგანიზატორები ვიყავით მე და
ქართულის პედაგოგი- თეა მაისაია. ვიქტორინაში გამარჯვებული პირველი ადგილის მფლობელები
დასაჩუქრდნენ ფასიანი საჩუქრებით, ხოლო დანარჩენი მონაწილენი სიგელებით. ასევე სამოქალაქო
კლუბის მიერ ჩატარდა ინტელექტუალური ვიქტორინა
მე-5/მე-6 კლასებში, სადაც ჩემი ფუნქცია იყო ვიქტორინის ორგანიზება.
საგანს-მსოფლიო
კულტურა, რომელსაც ვასწავლი მე-10 კლასებს, „ბ“ კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს პრეზენტაცია
თემაზე „საზოგადოება“ და იმუშავეს თემის შესაბამის
კედლის გაზეთზე.
ღონისძიება- „ცოცხალი ბიბლიოთეკა“ დაიგეგმა
და განხორციელდა სამოქალაქო კლუბის მიერ, რომელიც არის სადისკუსიო მოდელი. წიგნები
იყვნენ ცოცხალი ადამიანები -სხვადასხვა ეთნიკური და რასობრივი წარმომავლობისა, რომელთა
შესახებ საზოგადოებას ნაკლები, ან ნაწილობრივ მცდარი, სტერეოტიპული შეხედულება აქვს,
ხოლო წიგნის „მკითხველები“ - დაინტერესებული
მოსწავლეები და პედაგოგები იყვნენ.
მე-8
გ კლასსა და სამოქალაქო კლუბის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა საახალწლო საქველმოქმედო
აქცია: „სიბერე გარდაუვალია“. მოსწავლეები ესტუმრნენ მოხუცთა თავშესაფარს, ჩაატარეს
კონცერტი და გადასცეს მოხუცებს მცირეოდენი
საჩუქრები-ტკბილეულის სახით.
ორგანიზებას
ვუწევ ჯავახიშვილის მაგისტრანტების მიერ ჩატარებულ
სამართლის ტრენინგებს, რომელიც სრულდება პირველი
სემესტრის დასასრულს და მოსწავლეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
მე-8 ა,ბ, გ კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს სახანძრო-სამაშველო მუზეუმი, სადაც არაერთმა საინტერესო ნივთმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით (21-დან 25-თებერვლის ჩათვლით) სხვადსხვა ღონისძიებები განახორციელა, სადაც მონაწილეობა მიიღო მე-8 გ კლასმა და მოინახულეს ოკუპაციის მუზეუმი. ასევე ამავე კლასმა ქართულის პედაგოგთან და დამრიგებელთან ერთად განახორციელა სასკოლო ექსკურსია ხელნაწერთა ინსტიტუტში.
მე-10/11 კლასელებთან ერთად მონაწილეობა მივიღეთ ისან-სამგორის რაიონის მიერ დაგეგმილ პროექტში " დებატების კონკურსი". რაიონის გამოვლინებულ საუკეთესო მოსწავლეებს შორის აღმოჩნდა ჩვენი სკოლის ორი მოსწავლე: მარიამ ალადოშვილი და მარიამ გაფრინდაშვილი, რომლებიც ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.
მონაწილეობა მივიღეთ (მე-10/11 კლასის მოსწავლეები) პრეზიდენტის ინიციატივით მოსწავლეებისთვის გამოცხადებულ კონკურსში "მე და კონსტიტუცია". პირველი ეტაპის მიზანი იყო საინტერესო და კრეატიული ვიდეოს შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ვიდეომ გამარჯვება ვერ მოიპოვა, ძალიან სახალისო გამოვიდა.
მე-4 ა, ბ, გ კლასებს შორის მოეწყო კონკურსი "საგაზაო მოძრაობის ანაბანა". ბავშვებმა შექმნეს არაერთი სასწავლო რესურსი, საგზაო ნიშნები, ელექტრო შუქნიშნები. სკოლის ფოიეში მოეწყო ნამუშევრების გამოფენა, პარალელურად მიმდინარეობდა არჩევნები. არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა, პედაგოგებმა და მომუშავე პერსონალმა. ხმის დათვლის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული- მე-4 ა კლასი. კლასები დაჯილდოვდნენ სიგელებით. სიგელები გადაეცათ ასევე ყველაზე საუკეთესო ნაშრომის მქონე ავტორებს.
აქტიურავ ვიყავი ჩართული სკოლის დირექტორ ქ/ნ მაია მღვდელაძესთან დედაენის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ და განხორციელებულ სასკოლო ღონისძიებაში. აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართული იყო ძალიან ბევრი მოსწავლე. ჩვენი სკოლის შემმოქმედ ბავშვებს თვალს ადევნებდნენ სტუმრად მყოფი სხვადასხვა სკოლის დირექტორები, პროფკავშირების თავჯდომარე, ისან-სამგორის რაიონის მაგეობის წარმომადგენლები. მოსწავლეებმა ასახელეს არა მარტო საკუთარი თავი, არამედ სრულიად სკოლა.
მე-9 ბ კლასი სტუმრად იმყოფებოდა კაჭრეთში მდებარე საზოგადოებრივ კოლეჯ "აისში". მათ დაათვალიერეს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მოინახულეს ღვინის სახლი, ხილ-ბოსტნეულის გადადმამუშავებელი მინი საწარმო, დურგლის სახელოსნო, საფუტკრე მეურნეობა, ხელოვნების სასახლე და სტუდენტთა პანსიონი. მოისმინეს ინფორმაციები კოლეჯში განხორციელებული პროექტებისა და მიმდინარე პროგრამების შესახებ.
მე-9ა,გ კლასები ეწვივნენ ქ. თბილისის საზოგადოებრივ კოლეჯ "იკაროსს".მოსწავლეები გაეცნენ სხვადასვა სპეციალობებში პრაქტიკული მეცადინეობის პრინციპებს.
მე-11 კლასის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მივიღეთ ღია-გაფართოებულ შეხვედრაზე ახალგაზრდა პოეტ რატი ამაღლობელთან.
სასწავლო წლის ბოლოს მე-8 გ კლასთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა სასწავლო-აღმზრდელობითი ექსკურსია შემდეგი მარშრუტით: უჯარმა, ძველი და ახალი შუამთა, წინანდალი(ა. ჭავჭავაძის სახლმუზეუმი), ალავერდი, ერეკლე მეფის სახლმუზეუმი, სიღნაღი- ბოდბე- წმინდა ნინოს მონასტერი. აღნიშნულმა ექკურსიამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე. მათ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს და უკეთ გაიგეს საქართველოს კულტურული და ეთნოგრაფიული მრავალფეროვნების არსი.
ვფიქრობ, ეს წელი ნაყოფიერი იყო. ბევრი აქტივობა იქნა დაგეგმილი და განხორციელებული, თუმცა კიდევ ბევრი საინტერესო და კრეატიული ღონისძიებების ჩატარებაა შესაძლებელი, რასაც უკვე მომავალი სასწავლო წლისთვის ვგეგმავ და ვფიქრობ აუცილებლად განვახორციელებ.
21. 06.2016
თ. ხმალაძე
თეა ხმალაძის 2016-2017 სასწავლო წლის
შესრულებული
სამუშაოს
ა ნ გ ა რ ი შ ი
2016-2017 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ვასწავლიდი საგანს სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება მე-8 და მე-12 კლასის მოსწავლეებს. მე-8 ა, გ კლასებში მოეწყო სასწავლო ესკურსია „სახანძრო-სამაშველო“ მუზეუმში, რომლის მიზანი იყო: ცოდნის განმტკიცება; ცოდნის ინტეგრირება; პრაქტიკული გამოყენების ასპექტების გაცნობა.
მე-5 ა კლასში მოეწყო პრეზენტაცია თემაზე- 'საქართველოს დაცული ტერიტორიები". აქტივობის მიზანს წარმოადგენდა ჯგუფში მუშაობის, პრეზენტაციის, მსჯელობის, შედარების, საკუთარი აზრის გამოთქმის, რუკასა და ტექსტზე მუშაობის უნარები. მოსწავლეები დანაწილდნენ ოთხ ჯგუფად სურვილისამებრ და დაიწყეს მუშობა: I ჯგუფი-ლაგოდეხის ნაკრძალი, II-ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, III-ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, IV-კოლხეთის ეროვნული პარკი. მოიპოვეს ინფორმაცია, წარმოადგინეს ფოტომასალა და კედლის გაზეთები. პრეზენტაციის დრო განსაზღვრული იყო 2-3 კვირა.
მე-VIII ა კლასში დაიგეგმა და განხორციელდა პროექტი: იმიტირებული გაეროს სხდომა თემაზე: "თანამედროვე ბუნებრივი კატასტროფები და მათი აღკვეთის გზები."
სხდომაში მონაწილეობდნენ:
ექსპერტთა ჯგუფი (მოსწავლეები);
სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან (მასწავლებლები).
პრეზენტაცია მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
საგანგებო სიტუაციის სახე; თავისებურებები;
მისი წამოჭრის მიზეზები და თავისებურებები;
კონკრეტული საგანგებო სიტუაციის გაფრთხილებისა და მისი ლიკვიდაციის საშუალებები;
სტატისტიკური მონაცემები;
რეზოლუციის მიღება.
კლასი დანაწილდა ოთხ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ევალებოდა ინფორმაციის მოძიება-დახარისხება, კედლის გაზეთის შექმნა, სლაიდების გაკეთება, ექსპერტებთან კონსულტაცია და თარჯიმნის როლის მორგება. პროექტის დრო განისაზღვრებოდა 2-3 კვირა.
მე-10 მე-11 კლასის მოსწავლეებში მოეწყო იმიტირებული სასამართლო პროცესი თემაზე: წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა. პროცესის იმიტაციას აკეთებდნენ შემდეგი თანამდებობრივი პირები და რიგითი მოქალაქეები:
დაზარალებულის დედა;
სახელმწიფოს დაცვის სპეც. სამსახურის თანამშრომელი;
დაზარალებულის სკოლელი;
დაზარალებულის მეზობელი;
გვირაბის მენეჯერი;
ბრალდებული;
დაცვის მხარე;
პროკურორი;
მოსამართლე;
ნაფიცი მსაჯულები.
საქმე ეხებოდა სისხლის სამართლის პროცესს. მოსწავლეებმა მოიძიეს სტატისტიკური ინფორმაცია არასრულწლოვანთა ბრალეულობებზე, იმსჯელეს მათ შესაძლო აღკვეთის გზებზე, ადამიანის უფლებებზე და იმ კონკრეტულ საკითხზე: თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ მოხდეს დანაშაულის პრევენცია და შემცირდეს/აღიკვეთოს ძალადობა ქვეყანაში.
აქტიურად ვიყავი ჩართული სასკოლო ღონისძიებაში, რომელიც ჩატარდა სკოლის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
მე-9 ა,ბ,გ კლასის მოსწავლეებში პროფორიენტაციისა და კარიერული დაიგეგმვის პროგრამის ფარგლებში დავგეგმე და განვახორციელე სასკოლო შემეცნებითი ექსკურსია საზოგადოებრივ
კოლეჯ „აისში“.
ექსკურსიის მიზანი იყო:
- მოსწავლეთა დახმარება საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობების, უნარების, ღირებულებების გაცნობიერებასა და განვითარებაში;
- მოსწავლეთა ინფორმირება საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ;
- მოსწავლეთა აღჭურვა პროფესიული გადაწყვეტილების მიღების თეორიული, პრაქტიკული ცოდნითა და უნარებით
მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების სამუშაო
გარემოს და მუშაობის სპეციფიკას.
კოლეჯ „სპექტრის“ წარმომადგენლის და ჩვენი ინიციატივით სკოლის ტერიტორიაზე პროფესიის არჩევის მიზნით მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებში
გაიმართა გაფართოებული შეხვედრა. მოსწავლეები გაეცნენ კონკრეტულ პროფესიებს;პროფესიის
დასაუფლებლად და შემდგომში დასაქმებისთვის ქვეყანაში არსებულ რესურსებს; დასვეს კითხვები
და გაიაზრეს კონკრეტულ სფეროში კომპეტენტური ადამიანების გამოცდილება. IV ა,ბ,გ,დ კლასის მოსწავლეებმა სახანძრო-სამაშველო მუზეუმი და ღირსშესანიშნაობები
დაათვალიერეს. სახანძრო და სამაშველო სამსახურის მუშაობით დაინტერესებულმა სკოლის მოსწავლეებმა, სამსახურის ისტორია დეტალურად მოისმინეს.მეხანძრე-მაშველებმა
ბავშვებს სახანძრო მანქანებიც დაათვალიერებინეს და საჭირო რჩევებიც მისცეს. საგანმანათლებლო
აქტივობა ,,უფროსკლასელები- უმცროსკლასელებს". მე-9გ კლასის მოსწავლეებმა პირველ და მეორე კლასის
მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია (მათთვის გასაგებ ენაზე) 9 აპრილის ტრაგედიის და ეროვნული ერთიანობის დღის" შესახებ, აუხსნეს გაზაფხულის ყვავილის "ტიტების"
სიმბოლო, პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს, მოაწყვეს საინფორმაციო კამპანია "ფილმის
ჩვენება" მთელი სკოლის მასშტაბით. აქტიურად ჩაერთვნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებიც.
მონაწილეობა მიიღეს პლაკატების, მაკეტის და ტიტების დამზადებაში.
მე-5 ა კლასში მოეწყო სასწავლო-შემოქმედებითი ღონისძიება
თემაზე -"სცენაზე გაცოცხლებული თბილისი". სცენარი სამი ნაწილისგან შედგებოდა: 1) მე-5 საუკუნე:
თბილისის დაარსება და მეფე ვახტანგ გორგასლის ეპოქა; 2) მე-19 საუკუნე: შავჩოხიანი
ყარაჩოხელების ყოფა-ცხოვრება; 3) 21-ე საუკუნის თანამედროვე თბილისი. მოსწავლეებს არ
გასჭირვებიათ როლების მორგება. ერთი სასიამოვნო დღე აჩუქეს მსმენელს და მაყურებელს. მე-4 ა,ბ,გ,დ კლასებში ჩავატარე ვიქტორინა ,,რა, სად, როდის?" სამოქალაქო თავდაცვასა და უსაფრთხოებაში.
პირველი ადგილის მფლობელი გახდა მე-4 დ კლასის გუნდი "ფარი", ხოლო ყველაზე
ჭკვიანის ტიტული მოიპოვა მე-4 გ კლასის მოსწავლე მარიამ ნინოშვილმა. აქტივობის მიზანია
მოზარდებში ლოგიკური აზროვნებისა და ანალიზის უნარის განვითარება, ასევე მოსწავლეებში
ზოგადი განათლების დონის ამაღლება.
აღნიშნული წელი
ვფიქრობ საინტერესო იყო, გამოირჩეოდა აქტივობების მრავალფეროვნებით და შემოქმედებითობით.
მომავალი სასწავლო წელიც მინდა იყოს ასეთივე აქტიური და შინაარსიანი. ზაფხულის არდადეგებს
გამოვიყენებ ახალი პროექტების და პრეზენტაციების დაგეგმვაში და შემდგომ უკვე განხორციელებაში.
12.06.2017
თ.ხმალაძე
თეა ხმალაძის
2017-2018 სასწავლო წლის
შესრულებული სამუშაოს ანგარიში
2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მე-5 დ კლასს ვასწავლიდი საგანს-ჩვენი საქართველო. პირველი ჩვენი გასვლითი ღონისძიება განხორციელდა ხელოვნების სასახლეში,სადაც პატარებს საოცარი თავგადასავალი დახვდათ. იხილეს ამერიკელი ფოტოგრაფის,ედუარდ შერიფ კურტისის გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ამერიკის პირველ მაცხოვრებელთა ორიგინალი ნივთები და რიტუალების ამსახველი უნიკალური კადრები. დაათვალიერეს თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი სასახლე, რომელიც მე-19 საუკუნეშია აგებული და ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. გაეცნენ მუზეუმის დაარსების ისტორიას, იმოგზაურეს საინტერესო სამყაროში,დაათვალიერეს 5 მუდმივმოქმედი საგამოფენო დარბაზი, სადაც წარმოდგენილია მუზეუმში დაცული მრავალრიცხოვანი საგანძურის ყველაზე გამორჩეული ექსპონატები. ასევე გაეცნენ ამერიკის პირველ მაცხოვრებელთა კულტურას, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, აღმოაჩინეს გაქრობის პირას მისული ინდიელთა ტომების მომაჯადოებელი რიტუალები და ცერემონიები. პრაქტიკული ნაწილი მოიცავდა გონების სავარჯიშოს, სახალისო დეტალებს. გამოფენის ხილვის შემდეგ ბავშვებმა დაამზადეს თავსაბურავი-"ვორბონეტი", რომლებიც მხოლოდ ბელადებისა და განსაკუთრებული დამსახურების მქონე მეომრებისათვის იყო განკუთვნილი. ჩემი მიზანი იყო ბავშვების დაინტერესება მუზეუმით, ხელოვნებით, ეროვნული კულტურით. კლასში მოვაწყე გიორგი სააკაძის ფილმის ჩვენება და იმ ეპოქის დეტალურად განხილვა. შემდეგი ფაზა ითვალისწინებდა მოსწავლეების მიერ ინფორმაციის მოძიებას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ნახატების შექმნას და პრეზენტაციას. პროეტი საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა თითოეულისთვის.მოსწავლეებს გამოუმუშავდათ გუნდური მუშაობის უნარი. ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყო საკლასო ღონისძიება. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, წერილები და დადგეს მინი სპექტაკლი "კაცია ადამიანიდან". მოირგეს ლუარსაბ-დარეჯანის როლები, რომელიც საკმაოდ საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მსმენელისთვის. ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით კლასმა მონაწილეობა მიიღო სასკოლო პროექტში-"კედლის გაზეთის შექმნა". ჩვენს გაზეთს ხვდა წილად პატივი,რომ მოხვედრილიყო სკოლის შემოსასვლელ ფოიეში. პირველი სემესტრის დასასრულს მოვაწყე საახალწლო კარნავალი, სადაც ჩემმა პატარებმა შესანიშნავად მოირგეს "პეპი გრძელი წინდას" როლები და იცეკვეს მე-11 კლასის მოსწავლე-მარიამ კაჭარავასთან ერთად, ასევე, შეასრულეს სიმღერა "თუ, თუ, თუ, თუ გინდა", თავიანთ მუსიკის პედაგოგ მაკა შუღლიაშვილთან ერთად. რეგულარულად ვატარებდი კლასის საათს, სადაც ვსაუბრობდით და განვიხილავდით მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებს. თსუ საბავშვო უნივერსიტეტის და გენერალური პროკურატურის მიერ განხორციელებულ პროექტში "საზოგადოებრივი პროკურატურა" სალექციო კურსსში ჩაერთო მე-9, 10, 11 კლასის მოსწავლეები. ლექციას უძღვებოდა ქალაქის პროკურორი დავით ხარაიშვილი, რომელიც საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. სამოქალაქო განათლების კლუბი განახლებულმა შემადგენლობამ, განახლებული სახელწოდებით -"მაინდერები" და ახალი იდეებით და ენთუზიაზმით შეუდგა მუშაობას. მე-10 კლასის მოსწავლეებმა(ქეთი ალადოშვილი,ქეთი სარდლიშვილი, მარიამ წიკლაური, ზურა ჟორჟოლიანი, სანდრო მინდორაშვილი) მონაწილეობა მიიღეს ისან-სამგორის რაონის მიერ განხორციელებულ პროექტში-"სასკოლო დებატები" პირველ თამაშში დაამარცხა 146 საჯარო სკოლა, მეორე თამაშში-83 საჯარო სკოლა, ხოლო 94-ე საჯარო სკოლასთან თამაშის დროს ჩვენი სკოლის გუნდმა მეორე ადგილი მოიპოვა, სანაცვლოდ ყველა წევრს გადაეცა ფასიანი საჩუქარი, კერძოდ 150 ლარიანი წიგნების ვაუჩერი. სასკოლო დებატები გაიმართა ასევე სკოლის ფარგლებში, სადაც ჩართულები იყვნენ მე-8 ა ბ გ და მე-9 ა ბ გ კლასის მოსწავლეთა გუნდები. მოსწავლეებმა დაამუშავეს შემდეგი თემები: ბულინგი, ეკოლოგია, გლობალიზაცია, არასრულწლოვანთა დანაშაული. გამარჯვება მოიპოვა მე-8 ბ კლასის გუნდმა. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს მოსწავლეთა აზრის ურთიერთგაცვლას, პრობლემის გადაჭრის გზების მოძიებას, დებატების კულტურის ათვისებას და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას. ასევე ხელს უწყობს ახალგაზრდობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და მოსწავლეების ზოგადი განათლების, ერუდიციის გაღრმავებას. სკოლის მასშტაბით დაიგეგმა და განხორციელდა პროექტი-"საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოები". პირველ ეტაპზე შერჩეული იქნა ხუთი წიგნი, რომლის გაცნობაც მოახდინეს კლუბის წევრმა მოსწავლეებმა მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებთან. მეორე ეტაპი წარმოადგენდა-არჩევნებს, სადაც იგივე მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. არჩევნები საკმაოდ დემოკრატიულ რეჟიმში ჩატარდა. ექსპერტების, დამკვირვებლების, ნაკადის მომწესრიგებლის, ყუთის მეთვალყურის, რეგისტრატორისა ჟურნალისტის როლები თავად მოსწავლეებმა მოირგეს. გამარჯვებული გახდა ხმათა უმრავლესობის მფლობელი ერიხ მარია რემარკის "ტრიუმფალური თაღი"(46 ხმით). ბოლო ეტაპზე სცენაზე გაცოცხლებული "ტრიუმფალური თაღის" ჩვენება მოხდა. მოსწავლეებმა დადგეს მინი სპექტაკლი,რომელსაც ესწრებოდნენ მე-9,10, 11 კლასის მოსწავლეები, ადმინისტრაცია და პედაგოგები, კლუბის წევრმა-ჟურნალისტის პოზიციაზე მყოფმა მარიამ წიკლაურმა ინტერვიუ ჩაწერა სკოლის დირექტორთან. ქ/ნ მაია შეაჯამა ჩვენი პროექტი და სამოქალაქო კლუბს წარმატებები უსურვა. 21 ნოემბერს-"მისალმების საერთაშორისო დღესთან" დაკავშირებით კლუბის წევრებმა 1-4 კლასის მოსწავლეეს გააცნეს სხვადასხვა ხალხის კულტურა და დილიდანვე სხვადასხვა ენაზე(ქართული, ესპანური, უკრაინული, იეზიდური) ესალმებოდნენ როგორც მოსწავლეებს,ასევე მასწავლებლებს. მათ ფორმებიც მოირგეს. დაწყებითი კლასის მოსწავლეებს პოზიტიური განწყობა დაეუფლათ სამოქალაქო კლუბის მიმართ, გადაირეს ვიდეოები და ატვირთეს "მაინდერების" გვერძე. კლუბის წევრების ჯურნალისტთა გონდმა მოამზადა და ჩაწერა პირველი გადაცემა თემაზე-"სიყვარული ლიტერატურაში". გადაცემა უკავშირდებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის იუბილეს. თემაზე მუშაობდნენ მე-10ა კლასის მოსწავლე მარიამ წიკლაური და მე-9 ა კლასის მოაწავლე მარიამ რუაძე. ოპერატორი და მემონტაჟე მე-9 ბ კლასის მოსწავლე მირიან წიკლაური. ხოლო, რაც შეეხება მე-2 გადაცემას, თემაზე-სპორტი, მუშაობდნენ მე-9ა კლასის მოსწავლეები:მარიამ ჩხარტიშვილი და მარიამ ქოქოშვილი. მოსწავლეებმა სატელევიზიო ეთერის გარდა სკოლის სხვადასხვა მოსწავლეებისგან აიღეს ინტერვიუ და მოახდინეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. ორივე გადაცემა აიტვირთა "მაინდერების" გვერძე. სამოქალაქო კლუბმა სკოლის თვითმართველობასთან ერთად საახალწო კარნავალი მოაწყო სკოლაში, რამაც ხელი შეუსწო საახალწლო განწყობის შემოიტანას სკოლაში. მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის მოეწყო დაუვიწყარი სანახაობა. იყო საკმაოდ მრავალფეროვანი, რადგან წარმოდგენილნი იყვნენ აჭარლები, ბოშები, ჯოკერი, კლოუნი,პეპი გრძელი წინდა, ვამპირები, მარეხი, სანტა კლაუსი და სნიგურაჩკა და ა. შ. მონაწილე მოსწავლეები არ შემოიფარლნენ მხოლოდ სიმღერით და ცეკვით. დამსწრეებს შესთავაზეს სხვადასხვა ცნობილი ლიტერატურული, მულტფილმის თუ სატელევიზიო პერსონაჟები სახალისო ნომრებით, სკეტჩები, თამაშები. ასევე ჩატარდა არჩევნები ნომინაციებთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ მაყურებლებს უმეტესად საცეკვაო ნომრები მოეწონათ. ყველაფერი დასრულდა მონაწილე ბავშვებისთვის საჩუქრად წიგნების გადაცემით, გამარჯვებული ნომინაციების დაჯილდოვებით, მხიარულებით და გართობით.
ქალთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში კლუბმა „მაინდერებმა“ სლაიდის გამოყენებით 8 მარტი მიულოცეს მასწავლებლებს და მოსწავლეებს, მოამზადეს საინფორმაციო პრეზენტაცია და გამართეს დისკუსია ქალთა უფლებების შესახებ. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე კლუბის წევრებისთვის.
კლუბის წევრები შეუერთდნენ 108-ე საჯარო სკოლისა და პროგრამა „მომავლის თაობის“ ინიციატივას დაუნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. დაამზადეს სლოგანები, პოსტერები და გადაიღეს ვიდეო რგოლი.
სამოქალაქო კლუბ „მაინდერებმა“ მომავლის თაობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმეს და განახორციელეს საკლუბო ინიციატივა/პროექტი. პროექტის თემას წარმოადგენდა „დედაშვილობა“. 3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით კლუბის წევრებმა მე-8 კლასის მოსწავლეებთან გამართეს პრეზენტაცია/დისკუსია სლაიდ შოუს გამოყენებით. შემდეგ აქტივობაზე მოსწავლეებმა მოაწყვეს ფილმ „ოთარაანთ ქვრივის’’ ჩვენება და დაგეგმეს მინი სპექტაკლი. 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მოაწყვეს თეატრის კვირეული: დაამზადეს კედლის გაზეთები, 1-4 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრისას მოირგეს ანიმატორის როლი. დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა 30 მარტს. პირველ ნაწილს წარმოადგენდა პრეზენტაცია თეატრის შექმნის ისტორიაზე, ხოლო დასკვნით ნაწილში სცენაზე გააცოცხლეს „ოთარაანთ ქვრივი“ და დადგეს მინი სპექტაკლი.კლუბის წევრები აქტიურად ჩაერთვნენ სკოლის მიერ განხორციელებულ კონკურსში „ნაბიჯი თანადგომისკენ“(თემა ბულინგი), დაამზადეს კედლის გაზეთები, სლოგანები, მონაწილეობდნენ ვიდეორგოლის გადაღებაში, ნახეს ფილმი „ყვირილი“, გამართეს დისკუსია, გამოკვეთეს პრობლემები და იმსჯელეს მათი აღმოფხვრის გზებზე.
კლუბის წევრებს არც 9 აპრილი გამორჩენიათ, პირიქით, განსაკუთრებული ენთუზიაზმით მოეკიდნენ 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. მოამზადეს პრეზენტაცია და მთელი პასუხისმგებლობით წარსდგნენ მე-5 კლასის მოსწავლეებთან. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები სვამდნენ კითხვებს და აზუსტებდნენ ბუნდოვან საკითხებს. უკეთ გაიაზრეს 9 აპრილის მნიშვნელობა ქართველი ხალხისთვის. კლუბის ერთ-ერთმა წევრმა 9 აპრილს საკუთარი ლექსი მიუძღვნა.
კლუბ „მაინდერებმა“ მე-5/6 კლასის მოსწავლეებში ჩაატარეს ინტელექტუალური ვიქტორინა „რა, სად, როდის“. თამაში საკმაოდ აზარტულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა. მშობლები გულშემატკივრობდნენ შვილებს, რაც უფრო ხალისიან და პოზიტიურ გარემოს ქმნიდა. ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებული გუნდები და გადასცეს სიგელები.
16 აპრილს N108 საჯარო სკოლის მიერ განხორციელებულ პროექტში „დედამიწა ჩემი სახლია“ კვირეული გახსნა კლუბის წევრებმა. პირველი შეხვედრა გამართეს მე-4 კლასის მოსწავლეებთან, ჩაატარეს პრეზენტაცია სლაიდ შოუს გამოყენებით, ისაუბრეს დედამიწის აგებულებაზე, საინტერესო ფაქტებსა და ეკოლოგიაზე. განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს ნარჩენების გადამუშავების საკითხზე და დასვეს კითხვები, მაგალითად: რატომ აგროვებენ ჯართს? რისგან მზადდება მანქანის ძრავა? საიდან მიაქვთ მანქანებს ნარჩენები გადასამუშავებლად? და ა. შ. კლუბის წევრებმა ასევე ისაუბრეს 22 აპრილის აღნიშვნის ტრადიციასა და მნიშვნელობაზე, ამავე კლასებში გამოაცხადეს გაზეთების და სლოგანების კონკურსი. ჩატარდა სასკოლო, ფარული კენჭისყრა, გამოვლინდა გამარჯვებული კლასი(მე-4 ა) და საჩუქრად გადაეცათ გლობუსი, ხოლო დანარჩენი კლასის მოსწავლეებს სიგელები- კონკურსში მონაწილეობისთვის, ხოლო პროექტის დასკვნით ნაწილში კლუბის წევრებმა ჩაატარეს იმიტირებული სასამართლო პროცესი თემაზე-„დედამიწა და ადამიანი“.
სკოლაში ხალისიანი განწყობის შემოტანის მიზნით, კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს ამერიკიდან გადმოეღოთ ანალოგი „ჩაეხუტე მეგობარს“. სკოლის ეზოსა და ფოიეში დახვდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მოუწოდეს, რომ ჩახუტებოდნენ მეგობარს. შესვენებებზე კი დაარიგეს ფერადი ფურცლები წარწერით „ჩაეხუტე მეგობარს“.
მე-4 ა კლასის მიერ განხორციელებულ პროექტში "წიგნი და კომპიუტერი" მონაწილეობა მივიღე და ჩემი ინიციატივით ჩავატერე იმიტირებული სასამართლო პროცესი. პატარებმა, საკმაოდ კარგად მოირგეს როლები და შთამბეჭდავად გაითამაშეს.
აღნიშნული წელი ვფიქრობ საინტერესო იყო, გამოირჩეოდა აქტივობების მრავალფეროვნებით და შემოქმედებითობით. მომავალი სასწავლო წელიც მინდა იყოს ასეთივე აქტიური, შინაარსიანი და ინოვაციური. ზაფხულის არდადეგებს გამოვიყენებ ახალი პროექტების და პრეზენტაციების დაგეგმვაში და შემდგომ უკვე განხორციელებაში.
12.06.2018 წ.
სამოქალაქო
განათლების
მასწავლებლის
თეა ხმალაძის
2018-2019 სასწავლო წელს შესრულებული სამუშაოს
ანგარიში
2018-19 სასწავლო წელს სამოქალაქო განათლების კლუბ-"მაინდერებმა" სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშ. დღესთან (17ოქტ.) დაკავშირებით რამდენიმე ეტაპიანი პროექტი განახორციელეს. პირველ ეტაპზე ჩაატარეს მოკლე პრეზენტაცია სიღარიბეზე და იმსჯელეს მისი გადაჭრის გზებზე მე-4 კლასის მოსწავლეებთან. ასევე მოაწყვეს ფილმის ჩვენება( ,,მაგდანას ლურჯა") და გამართეს დისკუსია, რომელიც
კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
16 ოქტომბერს საზოგადოებრივ კოლეჯ "სპექტრს" მე-9 გ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. კოლეჯის პედაგოგებმა მოზარდებს ადგილზე, ევროპული სტანდარტების სასწავლო ლაბორატორიები და პროფესიები გააცნეს ,ასევე მათ საშუალება მიეცათ ჩართულიყვნენ მიმდინარე სასწავლო პროცესში და თავად მოესინჯათ საკუთარი უნარები სხვადასხვა პროფესიაში. პროფესიული-საგანმანათლებლო პროცესების მიმართ მაღალი ინტერესის გამო, კოლეჯის ხელმძღვანელთან მათე ტაკიძესთან მოსწავლეების შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
კლუბმა "მაინდერებმა"
ოქტომბრის თვე საქველმოქმედო აქციით,პროექტის"სიღარიბე ჩვენს გარშემო" დაასრულა 31
ოქტომბერს, 108-ე საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება ,პროექტის"სიღარიბე ჩვენს გარშემო" ფარგლებში. ღონისძიება მიეძღვნა სარეაბილიტაციო ცენტრ "მზის სივრციდან"მოწვეულ პატარა მეგობრებს რომლბსაც კლუბის წევრებმა სახალისო საცეკვაო, მუსიკალური, თეატრალური და სათამაშო ნომრები მოუმზადეს. კლუბის აქტივობა დაიწყო მხიარული კორიდორით,რომლითაც ბავშვები დარბაზამდე მიაცილეს ღონისძიების მონაწილეებმა.კონცერტის მიმდინარეობისას "მზის სივრცის" ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ თამაშებში და თავიანთი ინტელექტი და სპორტული მონაცემები გამოავლინეს.კონცერტის დასასრულს ყველა მოწვეულ გადაეცა სიმბოლური საჩუქრები,რომლებიც მათ ჩვენი სკოლის მე-4 კლასებმა მოუმზადეს.
მე-9 ბ კლასის მოსწავლეთა ინიციატივით დაგეგმილი და განხორციელებული პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. კლასი დავყავი ჯგუფებად, მოსწავლეებმა აირჩიეს ქვეყნები: ეგვიპტე, სუდანი, ლიბია, სადაც 2011 წელს მიმდინარეობდა დემოკრატიული ცვლილებები, მოიძიეს ინფორმაცია შერჩეულ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით და გამართეს დისკუსია დავალების ირგვლივ.
კლუბის ინიციატივით შედგა დებატები შემდეგ თემებზე: შშმ პირთა სკოლაში ინტეგრაცია, კაზინოები და აზარტული თამაშები, ტრფიკინგი, ახალგაზრდული პოლიტიკა. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები. შეჯიბრი მე-9ბ კლასის გამარჯვებით დასრულდა.
კლუბის ინიციატივით შედგა დებატები შემდეგ თემებზე: შშმ პირთა სკოლაში ინტეგრაცია, კაზინოები და აზარტული თამაშები, ტრფიკინგი, ახალგაზრდული პოლიტიკა. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები. შეჯიბრი მე-9ბ კლასის გამარჯვებით დასრულდა.
მე-9ა კლასში როლური თამაშის მეთოდის გამოყენებით ჩავატარე გაკვეთილი თემაზე-,,რას ნიშნავს იყო ლტოლვილი".მოსწავლეებმა შექმნეს პატარა იმპროვიზირებული წარმოდგენა, რომლის მიზანიც იყო სიტუაციის გაცოცხლება.
1. ლტოლვილთა ჯგუფი;
2. საიმიგრაციო სამსახური;
3. დამკვირვებლები.
თამაშის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები, გამოხატეს ემოციები, რა იყო პოზიტიური და ნეგატიური მუშაობის პროცესში. განხილვა ეხებოდა მხოლოდ შინაარსს/პროცესს და არა მონაწილეებს.
1. ლტოლვილთა ჯგუფი;
2. საიმიგრაციო სამსახური;
3. დამკვირვებლები.
თამაშის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები, გამოხატეს ემოციები, რა იყო პოზიტიური და ნეგატიური მუშაობის პროცესში. განხილვა ეხებოდა მხოლოდ შინაარსს/პროცესს და არა მონაწილეებს.
მე-9 ა კლასში ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი/პრეზენტაცია თემაზე:დემოკრატია და ტოტალიტარიზმი რევაზ ინანიშვილის მოთხრობის, "პატარა ბიჭი გოლგოთაზეს" მიხედვით. მოსწავლეებმა გააცნობიერეს დემოკრატიული ტიპის საზოგადოების უპირატესობა სხვა ტიპის საზოგადოებრივ წყობასთან შედარებით, გაიაზრეს დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების აუცილებლობა, პატივი სცეს ტოლერანტობის, პლურალიზმისა და კომპრომისის მიღწევის პრინციპებს.განხორციელდა მონიტორინგი პროგრამა "მომავლის თაობის" და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მიერ.
ცნობიერების ამაღლების მიზნით, მე-10 ბ კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს პრეზენტაცია თემაზე- ინკლუზიური განათლება.ჯგუფებში გადანაწილდა შემდეგი თემები:
1. აუტიზმი
2.ცერემბრალური დამბლა
3. დაუნის სინდრომი
4.ჰიპერაქტია
5.ეპილეფსია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც სპეც-პედაგოგები, პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაცია, ასევე მეცხრე-მეათე-მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებიც. ამასთანავე, ბავშვებმა სტუმრად მოიწვიეს ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, ქ-ნი ეკა სეთურიძე. პრეზენტაცია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, კითხვით - "მითია თუ რეალობა?" . ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით, საკმაოდ აქტიური და ნაყოფიერი პრეზენტაცია გამოვიდა.
3. დაუნის სინდრომი
4.ჰიპერაქტია
5.ეპილეფსია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც სპეც-პედაგოგები, პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაცია, ასევე მეცხრე-მეათე-მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებიც. ამასთანავე, ბავშვებმა სტუმრად მოიწვიეს ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, ქ-ნი ეკა სეთურიძე. პრეზენტაცია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, კითხვით - "მითია თუ რეალობა?" . ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით, საკმაოდ აქტიური და ნაყოფიერი პრეზენტაცია გამოვიდა.
სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებს კიბოს საერთაშორისო
დღე, 4 თებერვალი სულაც არ დავიწყებიათ. პირიქით, სიმსივნით დაავადებულთათვის გამამხნევებელი
ვიდეორგოლიც გადაიღეს
კლუბ-„მაინდერების“
ინიციატივით დაიგეგმა პროექტი სახელწოდებით-„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“:
I პროექტის
პირველ ეტაპზე განხორციელდა საინფორმაციო ხასიათის პრეზენტაცია მე-7-მე-9 კლასებში,
რომლებიც მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას. პრეზენტაციის
ფარგლებში მოსწავლავლეებმა ისაუბრებეს იმაზე, თუ რამდენად საჭიროა სისხლის გადასხმა
და იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც სისხლის გადასხმას საჭიროებენ. პირველი ეტაპის
განსხორციელებელი თარიღი 1. 02. 2019 წ.
II. სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა , კიბოს საერთაშორისო დღეს, 4 თებერვალს, სიმსივნით დაავადებულთათვის გადაიღეს გამამხნევებელი ვიდეორგოლი და განათავსეს სოციალურ ქსელში.
III. პროექტის მესამე ეტაპზე მოეწყო სლოგანების კონკურსი,
რომელიც განხორციელდა მე-9 კლასებში. კლუბის წევრებმა მისცეს ინსტრუქცია, რომ სლოგანები
უნდა იყოს გამამხნევებელი ხასიათის და სისხლის გადასხმის საჭიროების მნიშვნელობის მქონე.
ჟიურის (კლუბ „მაინდერების“ მოსწავლეები) მიერ გამოვლენილი გამარჯვებული სლოგანები
განთავსდა სკოლის შემოსასვლეში. ჩატარების თარიღი 6.02.2019-14.02.2019 წ.
IV. პროექტის
მეოთხე ეტაპი მიზნად ისახავდა საინფორმაციო კამპანიას და სისხლის დონორების მოზიდვას,
რის გამოც მოსწავლეებმა დაბეჭდეს ფლაერები
და დაარიგეს როგორც სკოლაში, ასევე თემში. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით
ინფორმაცია გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში(სამოქალაქო განათლების კლუბი-„მაინდერების“
facebook გვერძე).ჩატარების თარიღი 6.02.2019-14.02.2019
V. პროექტის დასკვნითი ეტაპი განხორციელდა 14 თებერვალს, სსიპ
ქ.თბილისის N108 საჯარო სკოლაში სისხლის ნაციონალური ბანკის დახმარებით. სისხლის დონაციის
დღეს მოსწავლეებმა ადმინისტრაციასთან შეთანხმებით
წინასწარ მოამზადეს სივრცე და გახსნეს სისხლის გადასხმის ცენტრი. პროექტის მდგრადობის
მიზნით, მოსწავლეებმა წინასწარ ჩაატარეს გამოკითხვას და განსაზღვრავეს აქციაში მონაწილე
მსურველთა რაოდენობა. სისხლის დონაცია გაგრძელდა 14 სთ 00 წთ-დან 17 სთ 00 წთ-მდე.
აქციის დასასრულს მოსწავლე-მარიამ წიკლაურმა
გადაიღო ვიდეორგოლი, რომლის მიზანიც
იყო, გამოეწვია თბილისის სხვადასხვა სკოლები.
სისხლის დონაციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც სკლის მასწავლებლებმა, ასევე მშობლებმა
და მე-12 კლასის სრულწლოვანმა მოსწავლემ.
კლუბმა
-„მაინდერებმა“ ცნობიერების ამაღლების მიზნით მე-6, მე-8 კლასებში ჩაატარა აქტივობა
თემაზე -,,თანასწორობა და
დისკრიმინაცია", იგი მოიცავდა პრეზენტაციას და
დისკუსიას: განიხილეს ისტორიული და
ყოველდღიური ცხოვრების მაგალითებიდან. ასევე, თანასწორობის მნიშვნელობა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის და
მრავალფეროვანი გარემოს მახასიათებლები. ისაუბრეს და
იმსჯელეს
დისკრიმინაციის
აკრძალვის
შესახებ.
სკოლის მე-9 ა კლასში, საგანმანათლებლო რესურსი-თვალსაჩინოება-ს გამოყენებით ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე-მდგრადი განვითარების მიზნები. ინტეგრირება მოხდა შემდეგ საგნებში: გეოგრაფია (ნინო ქევხიშვილი), ინგლისური (ნანა ქირია, ხათუნა ბეგიაშვილი), სამოქალაქო განათლება (თეა ხმალაძე).
კლუბის წევრები შეხვდნენ ამერიკელ სტუმრებს- PH
International-ის დამფუძნებლებს
და პროექტის
პრეზენტაციით წარსდგნენ მათ წინაშე.
მე 10 ბ კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრაში სახელწოდებით "სტერეოტიპები და დისკრიმინაცია".
მე-10 ბ კლასის მოსწავლეებმა დაგეგმეს და
განახორციელეს პროექტი თემაზე-“საქართველოს პირველი დემოკრატიული
რესპუბლიკის მოდელირება“.
მე-10 ბ კლასში, პროექტის ფარგლებში ჩატარდა გარე გაკვეთილი იუნკერების მემორიალთან.
მიმდინარე სასწავლო წელი ვფიქრობ საინტერესო იყო, გამოირჩეოდა აქტივობების მრავალფეროვნებით და შემოქმედებითობით. მომავალი საწავლო წელიც, მინდა იყოს ასეთივე აქტიური და შინაარსიანი. არდადეგებს გამოვიყენებ ახალი პროექტების და პრეზენტაციების დაგეგმვაში და შემდგომ უკვე განხორციელებაში.
თ. ხმალაძე
14.06.2019წ.
No comments:
Post a Comment