2014-2015-სასწავლო წელს განხორციელებული აქტივობები
სტუმრად მე-10 კლასის მოსწავლეები თბილისის სააპელაციო სასამართლოში
2015-2016 სასწავლო წელს განხორციელებული აქტივობები
მე-9/მე-11 კლასებს ვასწავლი საგანს-პროფორიენტაცია და კარიერული დაგეგმვა. საგნიდან გამომდინარე მე-11 ა,ბ კლასის მოსწავლეებში დაიგეგმა და განხორციელდა სასკოლო შემეცნებითი ექსკურსია კაჭრეთის კოლეჯ „აისში“.
სასკოლო-შემეცნებით ექსკურსიასთან
დაკავშირებით მოსწავლეთა
შთაბეჭდილებები
მე-11 ბ კლასის მოსწავლეები:
ქეთი მეშველიანი
პროფ-ორიენტაციის გაკვეთილთან დაკავშირებით დაიგეგმა სასკოლო ექსკურსია,
რომელიც მიმდინარეობდა კაჭრეთში არსებულ კოლეჯ ,,აისში". ექსკურსიის მიზანი გახლდათ მომავალი არჩევანისგამრავალფეროვნება და თითოეული ჩვენგანის ინფორმირება პროფესიულ საქმესთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ ექსკურსიის მიზანი მართლაც,რომ წარმატებით განხორციელდა.ეს იყო მრავალპროფილური კოლეჯი,რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს სხვადასხვა პროფესიების დაუფლებისა. პირადად მე გამაოცა ამ კოლეჯის შესაძლებლობებმა და პოტენციალმა.ეს იყო წარმატებული ექსკურსია,რომელმაც ნამდვილად გამოიღო შედეგი.ამ ყოველივემ კი საოცარი შთაბეჭდილებები დატოვა თითოეულ ჩვენგანში.
შემოდგომით, როდესაც ბუნება იცვლის ფერს და ათასფრად შეიღებება გარემო, ამ დროს ყველაზე ლამაზია საქართველო, განსაკუთრებით კი კახეთი გამოირჩევა. ყურძნის დაწურვის ტრადიციით, თათარობით, და ულამაზესი გარემოთი. და ზუსტად ამ დროს, შემოდგომით, ჩვენი კლასი წაგვიყვანეს კაჭრეთში, ერთ-ერთი კოლეჯის სანახავად, სადაც არა მარტო განათლების სფეროს შევეხეთ არამედ, შევიგრძენით კახეთის ტრადიციები და შესანიშნავად გავატარეთ დრო.
კოლეჯი „აისი“ ძალიან მომეწონა, შესანიშნავი ეზოთი, შენობით, კეთილმოწყობილი აუდიტორიებით, სხვადასხვა სპეციალობისათვის საჭირო აღჭურვილობით, ღვინის სახლითა და ხელოვნების სასახლით. მარანი ძალიან ლამაზი იყო და დამახასიათებელი კახეთისათვის. ხელოვნების სასახლეს რაც შეეხება, იგი ძალიან კარგადაა გაკეთებული, ვნახეთ გამოფენაც.
კოლეჯი აისი შესანიშნავია არა მარტო განათლების მისაღებად, არამედ გასართობად და კარგი პრაქტიკის მისაღებად.
შემდგომ იყო ჩურჩხელები, სიმღერა, გართობა. ამ ყველაფერს ამშვენებდა და ალამაზებდა შემოდგომის ფერები. იყო ძალიან კარგი და ლამაზი გარემო.
ეს დღე ძალიან კარგად დამამახსოვრდა, მიუხედავად იმისა რომ, უმაღლესში ჩაბარებას ვგეგმავ, გამიჩნდა სურვილი მესწავლა ამ კოლეჯში.
ამ სასწავლო წელს , პროფორიენტაციის საგანში გვქონდა გასვლით-შემეცნებითი გაკვეთილი კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“, სადაც თითოეული მოსწავლე გავეცანით, როგორც სტუდენტების საცხოვრებელ პირობებს, ასევე სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის საჭირო ფაქტორებს . ვნახეთ თუ რა გარემოებებში ხდება მოსწავლეების გადამზადება ამა თუ იმ პროფესიული განხრით. კერძოდ კოლეჯში არის თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესასწავლად აუცილებელი როგორც დანადგარები , ასევე ცალკე გამოყოფილი ოთახები, პატარა საწარმოები, სახელოსნოები, და ა.შ. ამ კოლეჯში ნახულმა, გადააჭარბა , როგორც ჩემს მოლოდინებს , ასევე წარმოდგენებსაც , რადგან ასეთი კოლეჯის სტანდარტებს მხოლოდ უცხოეთის ქვეყნები თუ აკმაყოფილებენ . საგანმანათლებლო დაწესებულების როგორც ექსტერიერი , ასევე ინტერიერიც ნამდვილად ბევრად უფრო კარგ პირობასა და განწყობას ქმნის სწავლისათვის და ამ ექსკურსიით სასიამოვნოდ გაკვირვებული და გაოცებულიც კი დავრჩი . მარიამ ტურაშვილი
ბერდი ქიტესაშვილი
108_ე სკოლის 11 ბ კლასში ისწავლება საგანი-" პროფორიენტაცია და კარიერული დაგეგმვა" რომელსაც გვასწავლის თეა ხმალაძე. საგნის პროგრამის მიხედვით კლასს მოგვიწია წასვლა კაჭრეთში, სადაც ძლიერ აღშფოთებული დავრჩი იქაური არამარტო საზოგადოებით, არამედ ბუნებით, თუ როგორ ლამაზადაა ყველაფერი და როგორი მანკიერებითაა გაკეთებული. ასევე ვიყავით ერთ–ერთ კოლეჯ "აისში", რომელიც თვითოეულ ჩვენგანს მოეწონა, რადგან ბავშვებს ეძლევათ დიდი შანსი, რომ მიიღონ განათლება და აიწყოტ დიდი მომავალი, როგორც პერსპექტიული, ასევე ხალისიანი და დაუღალავი.
თამარ ყველაშვილი
ჩვენ მეთერთმეტე კლასში დავიწყეთ პროფ ორიენტაციის სწავლა,რომელიც
გვეხმარება პროფესიის შერჩევაში, ამ მიზნით ჩვენ ვიყავით კოლეჯ „აისში“,რომელიც მდებარეობს
კაჭრეთში და 12 ჰექტარზეა გაშენებული.კოლეჯში მყოფები ეუფლებიან სხვადასხა პროფესიებს:
მევენახეობა, მეფუტკრეობა, კალტოზი, ექთნის თანაშემწე, გიდი და სხვა.ჩვენ გავეცანით
კოლეჯის პირობეს და გავიგეთ რომ მოსწავლეები სწავლის დასრულებამდე ცხოვრობენ კოლეჯში,მათი
სწავლის ფულს სახელმწიფო იხდის, ისინი მხოლოდ კვების ფულს იხდიან.ჩემზე ძალიან დიდი
შთაბეჭშდილება დატოვა, როგორც კოლეჯმა ასევე კოლეჯის ეზომაც, რომელიც ძალიან ლამაზი
იყო.
სამოქალაქო კლუბი "კრეატიული თაობა"
სკოლაში ჩემი ინიციატივით მე-9, მე-10, მე-11 კლასებში ჩამოყალიბდა სამოქალაქო კლუბი სახელწოდებით „კრეატიული თაობა“. ჩემი მიზანია კლუბის წევრებმა შეძლონ, რომ პრაქტიკულად გამოიყენონ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული თეორიული ცოდნა ; შეიძინონ სასკოლო პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და ჩატარების გამოცდილება ; გამოიმუშავონ აქტიური მოქალაქისთვის საჭირო უნარ-ჩვევები,რომელიც თავის მხრივ სარგებლობას მოუტანს როგორც თითოეულ მოსწავლეს, ასევე სკოლას და მთლიანად საზოგადოებას.
ჩვენი კლუბის „კრეატიული თაობის“ დანიშნულებაა სასკოლო ცხოვრების გახალისება, ცვლილებების შეტანა და შეძლებისდაგვარად ხალხის დახმარება. აღსანიშნავია ისიც , რომ ამ კლუბმა, ამ მცირე დროში ბევრი რამ გვასწავლა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, გუნდური მუშაობა.
ლიკა ყველაშვილი
თბილისის 108-ე საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა ორგანიზაცია რომელიც კრეატიული თაობით არის ცნობილი. ორგანიზაცია კრეატიული თაობა ატარებდა ღონისძიებებს სადაც მონაწილეობნენ 9-11 კლასის მოსწავლეები მათ შორის მეც. ჩემი სახელია გიორგი საყვარელიძე როგორც ცნობილია თქვენთვის ვსვალობ 108-ე საჯარო სკოლაში ვარ 11 კლასში. რაც შეეხება ჩემ შთაბეჭდილებას ღონისძიებებზე, პირველი ღონისძიება რაც ჩატარდა ეს იყო სახელი აღარ მახსოვს. თბილისის ერთ-ერთ ბავშვთა სახლს დავეხმარეთ სათამაშოებით და გასართობი ნივთებით, რათქმაუნდა ყველანი კმაყოფილები დარჩნენ, მადლიერებიც დარჩნენ თვითონ ბავშვთა სახლის დირექცია, და ჩვენც კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ. მეორე ღონისძიება ჩავატარეთ სკოლაში, რაც შეეხება ამ ღონისძიებას, ეს იყო ვიქტორინა სადაც მონაწილეობდნენ ანუ ძირითადი როლი ეკავათ 5-6 კლასის მოსწავლეებს, რაც შეეხება ორგანიზაციის წევრებს, ჩვენ ამ ორგანიზაციის დამპროექტებლები ვიყავით, ყვეალს ძალიან მოეწონა, მათ შორის სკოლის დირექიას, აქაც კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ. მესამე ეს იყო ,,ცოცხალი ბიბლიოთეკა’’ რომლის ძირითადი მიზანი იყო გაგვეცნო სკოლისთვის ეთნიკურ უმცირესობაზე ზოგადი ინფორმაცია, ამ ღონისძიებაში თვითონ ორგანიზაციის წევრები ვმონაწილეობდით, ყველას თავისი როლი ჰქონდა. ასევე კმაყოფილები დარჩნენ ჩვენც კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ. რაც შემეხება მე მეც კმაყოფილი ვარ ძალიან მომეწონა ჩატარებული ღონისძიებები კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემთვისაც.
გიორგი საყვარელიძე
სამოქალაქო კლუბის მიერ განხორციელდა საქველმოქმედო აქცია „ვაჩუქოთ ბავშვებს ბედნიერება“, რომლის მიზანი იყო სკოლის თითოეულ მოსწავლეს გამოეჩინა გულისხმიერება და დახმარებოდა ნუცუბიძის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს.
მარიამ გაფრინდაშვილი
სამოქალაქო კლუბ-,,კრეატიული თაობის’’ პირველი ღონისძიება,ბავშვთა სახლში მყოფი ბავშვების დახმარება და მათი გახალისება იყო. ჩვენ, მთელი სკოლის მასშტაბით,შევაგროვეთ სათამაშოები და გადავეცით მათ. ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩართული იყო მთელი სკოლა. კლუბის წევრებისთვის, ისევე როგორც ჩემთვის,რა თქმა უნდა,ძალიან სასიამოვნოა მათი მცირედით გახალისებაში საკუთარი წვლილის შეტანა. ჩვენ თავად გადავეცით ბავშვებს საჩუქრები და ამ გზით ვცადეთ მათი საახალწლო განწყობის ამაღლება.
მარიამ ალადოშვილი
· 108-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა
საქველმოქმედო აქცია,რომელიც გულისხმობდა სათამაშოების შეგროვებას და ნუცუბიძის ბავშვთა
სახლის აღსაზრდელისათვის მათ გადაცემას. ამ აქტივობამ ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა
და მიბიძგა სამომავლოდაც მსგავსს საქველმოქმედო ღონისძიებებში ჩაბმისაკენ.ამ აქტივობის
მთავარი მიზანი იყო ბავშვთა სახლის აღსაზრდელების
გახარება სათამაშოებითა და სხვადასხვა საჩუქრებით. ჩვენც მოხარულები ვართ,რომ ამ აქციამ „ვაჩუქოთ ბავშვებს ბედნიერებამ“ გაამართლა
და გაუხალისა ერთი ჩვეულებრივი დღე მზრუნველობამოკლებულ
ბავშვებს.
ლიკა ყველაშვილი
ჩვენი პირველი
ღონისძიება „სათამაშოების აქცია“ მიმართული იყო უპატრონო ბავშვთასახლების დახმარებისკენ.
მთელი სკოლის მაშტაბით შეგროვდა სათამაშოები, რომლითაც გარკვეულწილად წვლილი შევიტანეთ
ამ ბავშვების გახალისებაში და ასევე დიდი სიამოვნება მივიგეთ ჩვენც, რადგან შევძელით
მათი დახმარება.
მე-7/მე-8
კლასებში მოეწყო „ინტელექტუალური ვიქტორინა“, რომლის ორგანიზატორები ვიყავით მე და
ქართულის პედაგოგი- თეა მაისაია. ვიქტორინაში გამარჯვებული პირველი ადგილის მფლობელები
დასაჩუქრდნენ ფასიანი საჩუქრებით, ხოლო დანარჩენი მონაწილენი სიგელებით. ასევე სამოქალაქო
კლუბის მიერ ჩატარდა ინტელექტუალური ვიქტორინა
მე-5/მე-6 კლასებში, სადაც ჩემი ფუნქცია იყო ვიქტორინის ორგანიზება.
მარიამ ალადოშვილი
· ინტელექტუალური ვიქტორინის წარმატებით ჩატარებამ განსაკუთრებით
გამახარა,რადგანაც მის ორგანიზებაში თავადაც ვმონაწილეობდი. ამ ვიქტორინით მსურდა სასწავლო
პროცესში მრავალფეროვნების შეტანა. აღნიშნულმა ვიქტორინამ ,ჩემი აზრით, ხელი შეუწყო მოზარდებში ინტელექტის ამაღლებას,მოსწავლეებს
მიეცათ შესაძლებლობა გაეცნოთ ერთმანეთი,წარმოეჩინათ თავიანთი ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები.
ლიკა ყველაშვილი
ჩვენი მეორე ღონისძიება „ინტელექტუალური ვიქტორინა“
მე-5, მე-6 კლასებს შორის ჩატარდა. ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ, წარმოეჩინათ თავიანთი
შესაძლებლობები ზოგადი განათლების სახით. ეს ვიქტორინა მიმართული იყო ამ მოსწავლეების
ლოგიკური აზროვნებისა და განათლების უნარის განვითარებისკენ. ასევე ამით კლუბის წევრებმა
ვისწავლეთ ბავშვებთან მიდგომა და ურთიერთობა.
ღონისძიება- „ცოცხალი ბიბლიოთეკა“ დაიგეგმა და განხორციელდა სამოქალაქო კლუბის მიერ, რომელიც არის სადისკუსიო მოდელი. წიგნები იყვნენ ცოცხალი ადამიანები -სხვადასხვა ეთნიკური და რასობრივი წარმომავლობისა, რომელთა შესახებ საზოგადოებას ნაკლები, ან ნაწილობრივ მცდარი, სტერეოტიპული შეხედულება აქვს, ხოლო წიგნის „მკითხველები“ - დაინტერესებული მოსწავლეები და პედაგოგები იყვნენ.
მარიამ გაფრინდაშვილი
,,კრეატიული თაობის’’ შემდეგი ღონისძიება ,,ცოცხალი
ბიბლიოთეკა’’ იყო.ეს ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეების და არა მარტო მათი,ცნობიერების
ამაღლებას, საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნებებზე. გარდა იმისა,რომ მსმენელს
ინფორმაციას ვაწვდიდით მათზე,მოსწავლეები მას ვიზუალურად აფორმებდნენ.საბოლოო ჯამში,ეს
ღონისძიებაც ისეთივე წარმატებული იყო,როგორც დანარჩენი.
მარიამ ალადოშვილი
მე მიმაჩნია,რომ სამოქალაქო კლუბის მიერ განხორციელებული „ცოცხალი ბიბლიოთეკა“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იყო , რადგანაც მისი მიზანი იყო მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება. ამ აქტივობის განხორციელებისას და დაგეგმისას შევიძინე ახალი უნარ-ჩვევები,როგორიცაა კრიტიკული აზროვნება და ცოდნის პრაქტიკული გამოყენება
ლიკა ყველაშვილი
„ცოცხალი ბიბლიოთეკა“ , სადაც თითოეული კლუბის წევრი
სხვადასხვა, საქართველოში მცხოვრებ რასობრივ ჯგუფს წარმოადგენდა, მიმართული იყო მათ
შესახებ ინფორმაციის გადმოცემისკენ. ეს ყველაფერი უფრო საინტერესო,რომ გაგვეხადა ჩვენ
მოვირგეთ სხვადასხვა რასობრივი ჯგუფის სამოსი, ცეკვა, უკეთ თვალსაჩინოებისთვის წარმოვადგინეთ
სლაიდშოუები და მოვახერხეთ მსმენელის დაინტერესება.
მე-8 გ კლასსა და სამოქალაქო კლუბის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა საახალწლო საქველმოქმედო აქცია: „სიბერე გარდაუვალია“. მოსწავლეები ესტუმრნენ მოხუცთა თავშესაფარს, ჩაატარეს კონცერტი და გადასცეს მოხუცებს მცირეოდენი საჩუქრები-ტკბილეულის სახით.
სტუმრად გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცებულთა, უძლურთა და მიუსაფართა სახლში
მარიამ გაფრინდაშვილი
ბერი ანდრიას სახელობის, მოხუცთა თავშესაფარში მყოფი
მოხუცების მონახულება,სამოქალაქო კლუბის მეორე ღონისძიება იყო. ჩვენ თავად ვესტუმრეთ
თავშესაფარს, გადავეცით მათ ტკბილეული და საჩუქრები,მივულოცეთ ახალი წელი საცეკვაო
და მუსიკალური ნომრებით. მე ძალიან მიხარია,რომ გავულამაზეთ მათ ერთი დღე და მათ ყოველდღიურ
ცხოვრებაში სიახლე შევიტანეთ.ვფიქრობ,რომ ამ ღონისძიების მთავარი მიზანიც სწორედ ეს
იყო.
მარიამ ალადოშვილი
· საქველმოქმედო აქციაში( „სიბერე გარდაუვალია“ ) მონაწილეობამ დადებითად იმოქმედა ჩემზე,რადგანაც
ჩვენ შევეცადეთ „ გაბრიელ ბერის სახელობის
მოხუცებულთა თავშესაფრის“ მცხოვრებთათვის კონცერტითა
და მცირედი საჩუქრებით,დაგვენახებინა ჩვენი მზრუნველობა და დამოკიდებულება მათ მიმართ
.
ლიკა ყველაშვილი
ბოლო, მაგრამ
არა უკანასკნელი ღონისძიება იყო „სიბერე გარდაუალია“. ჩვენ მიერ შესრულებული სიმღერებით,
ცეკვებითა და მცირედი საჩუქრებით შეძლებისდაგვარად შევძელით გაგვებედნიერებინა მათი
გულები და გვეჩუქებინა ერთი ლამაზი, დამამახსოვრებელი დღე.
მამუკა მოსახლიშვილი
მოხუცთა თავშესაფარი: მოხუცთა თავშესაფარი ჩვენთვის ძალიან დიდი მითითება იყო თუ როგორ უნდა დავეხმაროთ მოხუცებს, და გაჭირვებულ მდგომარეობაში გვერდში ამოვუდგეთ.მოხუცების დახმარება ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო, და ჩემთვის სასიამოვნო იყო მათი ის განცდა რაც ჩვენი მისვლით განიცადეს.
სამოქალაქო კლუბის მიერ ჩატარდა ინტელექტუალური
ვიქტორინა მე-5/მე-6 კლასებში, სადაც ჩემი ფუნქცია იყო
ვიქტორინის ორგანიზება
ვ ი ქ ტ ო რ ი ნ ა
მარიამ გაფრინდაშვილი
ჩვენ ჩავატარეთ ინტელექტუალური ვიქტორინა,რომელშიც მონაწილეობდნენ მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეები. ჩვენ შევეცადეთ მათი მოტივაციის ამაღლებას,რათა უფრო საინტერესო ყოფილიყო მათთვის სასკოლო ცხოვრება და დამატებითი ინფორმაციის მიღება.მე მოხარული ვარ,რომ შევიტანე ამ ღონისძიებაში წვლილი და წარმატებით განვახორციელეთ ის.
„კრეატიული თაობის“ მიერ ჩატარებული აქტივობები ემსახურება სკოლის მოსწავლეების სასკოლო ცხოვრების წახალისებასა და ხალხის დახმარებას. ჩვენს მიერ უკვე ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება. პირველი კი სათამაშოების აქცია იყო, რომლითაც ჩვენ მცირედით შევძელით მარტოხელა ბავშვების ბედნიერებაში წვლილის შეტანა.ეს საქველმოქმედო აქცია ჩატარდა მტელი სკოლის მაშტაბით.
შემდეგი იყო
„ინტელექტუალური ვიქტორინა“, რომელიც ჩატარდა მე-5, მე-6 კლასისი მოსწავლეებს შორის
და ხელი შეუწყო მათი ინტელექტის ამაღლებას, ლოგიკური აზროვნების, განვითარებასა და
წარმოჩენას. ჩატარებული ვიქტორინის, როგორც მზადებაში, ისე ჩატარებაში დიდი სიამოვნება
მივიღეთ კლუბის წევრებმაც და გარკვეული ცოდნა შევიძინეთ ბავშვებთან ურთიერთობაში.
„ცოცხალი ბიბლიოთეკა“
მიმართული იყო საქართველოში მცხოვრებ რასობრივ ჯგუფებზე ინფორმაციის მიწოდებისთვის.
კლუბის წევრებმა მოვირგეთ სხვადასხვა რასობრივი ჯგუფის სამოსი, ცეკვა და ა.შ , რამაც
უფრო საინტერესო სახე მისცა ამა, თუ იმ ჯგუფზე ინფორმაციის წარდგენას.
ჩენი კლუბის
მიერ 2015 წელს ჩატარებული ბოლო ღონისძიება იყო, მოხუცებისთვის გვეჩუქებინა ერთი ბედნიერი
დღე. ჩვენ სიმღერითა და ცეკვით შევძელით გაგვეხალისებინა მათი ცხოვრება, რამაც როგორც
მათ ისე ჩვენ დიდი სიამოვნება მოგვანიჭა.
ჩვენ მიერ
განხორციელებულ ყველა ღონისძიებას დიდი სიამოვნებით, ხალისითა და ენთუზიაზმით ვახორციელეთ
და მომავალშიც განვახორციელებთ . ბედნიერები ვართ, რომ წვლილი შეგვაქ, როგორც ხალხის
ისე სკოლის ცხოვრების გახალისებაში.
ლიკა ყველაშვილი
ჩვენ ამ კლუბმა
ბევრი რამ გვაწავლა, მათ შორის თანადგომა, ერთად მუშაობა. ჩვენ ამ ყველაფერს დიდი ხალისითა
და შემართებით ვაკეთებთ, რადგან საშუალება გვეძლევა დავეხმაროთ სხვებს და ვასახელოთ
ჩვენი სკოლა.
სახანძრო-სამაშველო მუზეუმში
მარიამ წიკლაური
დეკემბრის ცივი დღეები იდგა. სამოქალაქო თავდაცვლის და უსაფრთხოების მასწავლებელი თეა ხმალაძე დაგვპირდა,რომ თუ საკონტროლო წერაში კარგ ნიშნებს მივიღებდით სახანძრო მუზეუმში წაგვიყვანდა. მე,ძალიან გამიხარდა დაპირებაც და ისიც,რომ კარგი ნიშნები მივიღეთ. მუზეუმში წავედით. ძალიან მომეწონა,ვნახე ყველაფერი რითაც მე-19 საუკუნიდან დღემდე აქრობენ ხანძარს. ყველაზე მეტად მომეწონა მაკეტი,რომელიც გვიჩვენებს,თუ როგორ შეიძლება გაჩნდეს ცეცხლი ბინაში. ასევე,იქ იყო ოპერის მაკეტი,რომელზეც წარმოდგენილია თუ რა მოხდება ხანძრის გაჩენის შემთხვევაში. ვიცოდი,რომ საინტერესო იქნებოდა მუზეუმი,მაგრამ არმეგონა ისეთი საინტერესო იქნებოდა როგორიც აღმოჩნდა.ამ ყველაფრისთვის მადლობას ვუხი თეა ხმალაძეს და ჩემს კლასს საკონტროლოს ასეთი კარგი შედეგებისთის J
მამუკა მოსახლიშვილი
სახანძრო სამაშველო მუზეუმი: ჩვენ სახანძრო სამაშველო მუზეუმში არაერთი საინტერესო რამ ვნახეთ. ჩვენ ჩვენი
წინაპრების ხელსაწყოები ვნახეთ რომლებსაც ხანძრების დროს იყენებდნენ.
წინაპრების ხელსაწყოები ვნახეთ რომლებსაც ხანძრების დროს იყენებდნენ.
ოკუპაციის მუზეუმში
1921 წლის 25 თებერვლს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 21-დან 25 თებერვლის ჩათვლით, სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს. მათ შორისაა ოკუპაციის მუზეუმის დათვალიერება და იმ ფოტო/დოკუმენტური მასალების გაცნობა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ პერიოდს - 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას უკავშირდება.
XX-XXI საუკუნეებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს. კვირეულის მიზანია მოსწავლეებმა სრული იფორმაცია მიიღონ რუსულ აგრესიაზე და გაითავისონ ის ტკივილი, რასაც ოკუპაცია ჰქვია..
ოკუპაციის კვირეულში ჩაერთო სრულიად 108-ე სკოლა და მათ შორის მე-8 გ კლასი.
ხელნაწერთა ინსტიტუტში
ქართულის პედაგოგმა ევგენია საიდოიანმა კლასის დამრიგებელთან ერთად დაგეგმა და განახორციელა სასკოლო ექსკურსია ხელნაწერთა ინსტიტუტში.
დებატების კონკურსი
ისან-სამგორის რაიონის გამგეობის ინიციატივით სკოლებს შორის გაიმართა დებატების კონკურსი, სადაც 108-ე საჯარო სკოლის გუნდი დამაჯერებელი გამარჯვებით გადადიოდა ერთი ეტაპიდან მეორე ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ, გამოვლინდა რაიონის მასშტაბით საუკეთესო მოთამაშე მოსწავლეები და მათ შორის იყო ჩვენი სკოლის ორი მოსწავლე: მარიამ ალადოშვილი და მარიამ გაფრინდაშვილი,რომელთაც ფასიანი საჩუქრებიც გადასცეს.
მოსწავლეების უკუკავშირი
ქეთი მეშველიანი
მიმდინარე სასწავლო წელს სკოლის ჯგუფთან ერთად მონაწილეობა მივიღე დებატების კონკურსში,სადაც განიხილებოდა სხვა და სხვა აქტუალური თემები.პირადად ჩემთვის, დებატების კონსურსში უშუალო მონაწილეობა დამატებითი უნარ_ჩვევების განვითარებასთანაა დაკავშირებული.ვთვლი,რომ კონკურსში მონაწილეობის მიღებამ მეტად გააუმჯობესა თითოეული ჩვენგანის გუნდური მუშაობის სტილი და მანერა,ჯანსაღი დისკუსიისა და დებატების კულტურა და, რაც მთავარია ლოგიკური მსჯელობისა და აზროვნების უნარი.თანამედროვე ცხოვრებაში არსებულ აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებზე საჯარო დისკუსია,საკუთრი პოზიციის დაცვა მყარი და საფუძვლიანი არგუმენტებით ერთგვარი გამოწვევა იყო თითოეული მოსწავლისათვის. ვთვლი,რომ აღნიშნული კონკურსი დამატებითი გამოცდილებისა და სიღრმისეული ცოდნის შეძენის ერთ-ერთი საუკეთესო გზა აღმოჩნდა,რომელმაც მგონია,რომ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა,როგორც ჩემი ასევე სხვა მოსწავლეთა ზოგადი განათლების განვითრების სფეროში.
სამგორის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებულ ,,დებატების კონკურსში’’
მონაწილეობის მიღება, ჩემთვის ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო. ეს კონკურსი
დამეხმარა პრობლემების სწორი და პრაგმატული გზებით გადაჭრაში. ვისწავლე
დებატების უნარ-ჩვევები,გავეცანი ჯგუფურად მუშაობის პრინციპს ,ვისწავლე
ინფორმაციის სწორად გამოყენება და მისი ანალიზი. გარდა ამისა, კონკურსის
ფარგლებში განვიხილეთ ბევრი საინტერესო და აქტუალური თემა,შესაბამისად
წარმოვადგინეთ პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზები. უნდა აღვნიშნო,რომ ჩვენი
სკოლის გუნდი დიდი წარმატებით ასპარეზობდა. ვფიქრობ,ამ კონკურსმა დიდი
გამოცდილება მომცა,რომელიც აუცილებლად გამომადგება სამომავლოდ.
ვისურვებდი,რომ მსგავსი ტიპის კონკურსები ხშირად ჩატარდეს მოსწავლეების
მოტივაციის ამაღლების მიზნით.
მარიამ გაფრინდაშვილი
სამგორის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებულ ,,დებატების კონკურსში’’
მონაწილეობის მიღება, ჩემთვის ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო. ეს კონკურსი
დამეხმარა პრობლემების სწორი და პრაგმატული გზებით გადაჭრაში. ვისწავლე
დებატების უნარ-ჩვევები,გავეცანი ჯგუფურად მუშაობის პრინციპს ,ვისწავლე
ინფორმაციის სწორად გამოყენება და მისი ანალიზი. გარდა ამისა, კონკურსის
ფარგლსამგორის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებულ ,,დებატების კონკურსში’’
მონაწლეობის მიღება, ჩბ გაშ. ვიე
დებატების უნარ-ჩვევები,გავეცანი ჯგუფურად მუშაობის პრინციპს ,ვისსურვებდი,მ მსავსტკი ხშირად ჩატარდეს მოსწავლეების
მოტივაციის ამაღლების მიზნით.
სამგორის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებულ ,,დებატების კონკურსში’’ მონაწილეობის
მიღება, ჩემთვის ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო. ეს კონკურსი დამეხმარა პრობლემების სწორი და პრაგმატული გზებით გადაჭრაში. ვისწავლე
დებატების უნარ-ჩვევები,გავეცანი ჯგუფურად მუშაობის პრინციპს ,ვისწავლე ინფორმაციის
სწორად გამოყენება და მისი ანალიზი. გარდა
ამისა, კონკურსის ფარგლებში განვიხილეთ ბევრი საინტერესო და აქტუალური თემა,შესაბამისად
წარმოვადგინეთ პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა
გზები. უნდა აღვნიშნო,რომ ჩვენი სკოლის გუნდი დიდი წარმატებით ასპარეზობდა. ვფიქრობ,ამ კონკურსმა დიდი გამოცდილება მომცა,რომელიც
აუცილებლად გამომადგება სამომავლოდ. ვისურვებდი,რომ მსგავსი ტიპის კონკურსები ხშირად
ჩატარდეს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების
მიზნით.
პრეზიდენტის ინიციატივით
მოსწავლეებისთვის კონკურსი "მე და
კონსტიტუცია" გამოცხადდა
საქართველოს სკოლების უფროსკლასელებისთვის, პრეზიდენტის ინიციატივითა და მისი სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით კონკურსი „მე და კონსტიტუცია“ გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ სკოლაში შექმნილ 5-კაციან გუნდს შეუძლია. თითო სკოლიდან შესაძლებელია რამდენიმე გუნდის მონაწილეობა. გუნდს უნდა ხელმძღვანელობდეს 1 მასწავლებელი.
კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ადგილზე გასული 5 მოსწავლე ხელმძღვანელ მასწავლებელთან ერთად გაემგზავრება პარიზსა და სტრასბურგში. მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრები და მათი ხელმძღვანელი საჩუქრად მიიღებენ ნოუთბუქებს, მესამე ადგილზე გასული კონკურსანტები და მათი მასწავლებელი კი - პლანშეტურ კომპიუტერებს.
კონკურსის პირველ ეტაპზე, კონკურსში მონაწილეობის მსურველი გუნდი ამზადებს ვიდეოს თემაზე: „მე და კონსტიტუცია“. ვიდეოს ქრონომეტრაჟი არ უნდა აჭარბებდეს 2 წუთს. ფორმატი შეუზღუდავია. ვიდეო შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: შინაარსობრივი გამართულობა და კრეატიულობა.
საუკეთესო ნამუშევრებს თითოეული რეგიონიდან და დედაქალაქიდან შეარჩევს კომპეტენტური ჟიური.
კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები მონაწილეობას მიიღებენ ბრეინ-რინგის სტილის კონკურსში. გუნდები მათივე რეგიონში გამოვლენილ სხვა გამარჯვებულ გუნდებს შეეჯიბრებიან. მესამე ტურში, ანუ ფინალში გასული გუნდები სამ დაკვნით ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას.
გუნდებს დაევალებათ წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრება-პრეზენტაცია თემაზე: კონსტიტუციის საუკეთესო და პირველ რიგში შესაცვლელი მხარეები. პრეზენტაციის შემდეგ გუნდი ჟიურის შეკითხვებსაც უპასუხებს. პრეზენტაცია შეფასდება სამი კრიტერიუმით: შინაარსი, კრეატიულობა, მსჯელობის უნარი. თითოეულ კრიტერიუმში დაიწერება 1-დან 10 ქულამდე.
დაინტერესებულ პირებს ვიდეოების გაგზავნა 20 თებერვლის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე:demlabinfo@gmail.com ან „ფეისბუქის“ გვერდის მესინჯერში შეუძლიათ. აპლიკანტმა წერილში აუცილებლად უნდა მიუთითოს რეგიონი, სოფელი/ქალაქი, სკოლა და გუნდის ხელმძღვანელი მასწავლებლის საკონტაქტო ნომერი.
ვიდეო, რომელიც თავისი შინაარსით ლახავს სხვა ადამიანთა პატივსა და ღირსებას, ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.
პროექტის პარტნიორია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონის შემდეგ ნომრებზე: 577 19 14 17; 591 70 55 03; 577 17 17 33.
პროექტი მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა მოსწავლეებმა:
1. როქუე მარკო
2. ისმაილოვი აზერ
3. გურაბანიძე ნინო
4. სერგეევი მარია
5. გივიაშვილი ანა
მოსწავლეების უკუკავშირი
საქართველოს მთლიანი მასშტაბით ჩატარდა კონკურსი სახელწოდებით ,,მე და კონსტიტუცია''.ყველა სხვა დანარჩენ სკოლებთან ერთად ჩვენი სკოლის გუნდიც იღებდა მონაწილეობას ამ გრანდიოზულ პროექტში. კონკურსში მონაწილეობის მიღება საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.პროექტი სხვადასხვა ეტაპებად მიმდინარეობდა,რაც ჩვენი მხრიდან სხვადასხვა სახის აქტივობებს ითვალისწინებდა.განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ვიდეორგოლის გადაღების სიტუაცია.ეს პროცესი პირადად ჩემთვის საკმაოდ მხიარულ, საინტერესო და კრეატიულ იდეებთან იყო დაკავშირებული.ვიდეო მასალის სიუჟეტური დაგეგმარება და საერთო თემატიკაზე მუშაობა საკმაოდ მრავალფეროვანი გახდა,რამაც გარკვეულწილად დამატებითი უნარების განვითარებას დაუდო საფუძველი.ამ ყოველივემ კი დადებითი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით გაგვაერთიანა თითოეული ჩვენგანი.
ქეთი მეშველიანი
კონკურსში ,,მე და კონსტიტუცია’’,სხვა უფროსკლასელებთან
ერთად,მონაწილეობას ვიღებდი მეც,სადაც დიდი გამოცდილება მივიღე. რადგან საფუძვლიანად
გავეცანი კონსტიტუციას,შევისწავლეთ მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის საკითხი.კონკურსის
ფარგლებში,მოვამზადეთ ვიდეორგოლიც,რომელიც კანონის წინაშე თანასწორობას ეხებოდა.ჩემთვის
ამ პროექტში მონაწილეობა საინტერესო იყო.
No comments:
Post a Comment