ქ. თბილისის 108-ე საჯარო სკოლის VIIგ კლასის
დამრიგებლის თეა ხმალაძის 2014-2015 სასწავლო
წლის შესრულებული სამუშაოს
ა ნ გ ა რ ი შ ი
VIIგ კლასში, მე-2 სემესტრში ირიცხება 23 მოსწავლე. 9 გოგონა და14 ვაჟი. აქედან 5 სოციალურად დაუცველი, 1 დევნილი სამხრეთ ოსეთიდან, 1 ობოლი და 1 სსსმ მოსწავლეა.
მე-2 სემესტრის დასაწყისში, იმ მოსწავლეებს, რომელთაც I სემესტრის ბოლოს შიდა სასკოლო
წერებში ვერ გადალახეს ზღვარი, ჩაუტარდათ განმეორებითი წერა, რომელიც დადებითი შედეგებით
დასრულდა. ვატარებდი მშობელთა კრებებს სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით,(დისციპლინარული
საკითხები, აკადემიური მოსწრება...) გავაცანი შედეგები, ვისაუბრე იმ სირთულეებზე, რომელიც
წამოიჭრა პირველ სემესტრში პროგრამის დაძლევისას. გავაცანი, რას ვგეგმავდი მიმდინარე
სემესტრის განმავლობაში. განსაკუთრებით ყურადრების მიქცევა ვთხოვე მშობლებს საგამოცდო
საგნების მიმართ, რომელიც წლის ბოლოს იყო ჩასაბარებელი: ქართულ ენასა და ლიტერატურაში,
მათემატიკაში და ინგლისურში, თუმცა პერიოდულად ვაწარმოებდი მონიტორინგს სადამრიგებლო
კლასის მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით და ვაცნობდი მათ.
კლასი ჩართული იყო შიდასასკოლო ღონისძიებებში და კონკურსებში. პერიოდულად მონაწილეობას
იღებდნენ მაკულატურის შეგროვებაში. ჯგუფებში მოეწყო ინტელექტუალური თამაში თემაზე:
„ მითი და ზღაპარი“, „ ჩვენი უახლოესი ბიოლოგიური ნათესავები“. ასევე შექმნეს კედლის
გაზეთები სხვადასხვა თემებზე (შობა-ახალი წელი, 3 მარტი დედის დღე, 26 მაისი საქართველოს
დამოუკიდებლობის დღე, ბოლო ზარი), განსაკუთრებული ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ ჩვენი
სკოლის კურსდამთავრებულების „ბოლო ზარის ღონისძიებაში.
მოსწავლეთა
გარკვეული რაოდენობა ჩართული იყო სხვადასხვა საგნის ოლიმპიადებში, გვყვავს ფინალისტი
თინათინ გოგინაშვილი(ქართულში და ინგლისურში). ასევე სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად
მონაწილეობდა ალიკა ბობოჯონოვი, რომელიც საქართველოს მასშტაბით მე-2 ადგილის მფლობელი
გახდა ჭიდაობაში. ვუსურვებ მას წარმატებას. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სასწავლო
ექსკურსიაში მარშრუტით, თბილისი-მარტყოფი-თბილისი, სადაც მოინახულეს ისტორიული ძეგლი
და აიმაღლეს ცნობიერება.
მთელი
სემესტრის განმავლობაში პერიოდულად ვატარებდი საკლასო შეხვედრებს, საუბრებს, დისკუსიებს
ამა თუ იმ (წინასწარდაგეგმილ) თემაზე.
მე-2 სემესტრის მიწურულს ჩატარდა სასკოლო, წლიური გამოცდები.
შედეგების მიხედვით ყველა მოსწავლემ გადალახა მინიმალური ზღვარი გარდა მარიამ ანდრიაშვილისა.
მას ყველა საგანში ექსტერნის გამოცდა აქვს ჩასაბარებელი.
წლის
განმავლობაში კლასში მუშაობა მიმდინარეობდა შემდეგი მიმართულებით: 1) სწავლა-სწავლების
ხარისხის ამაღლება; 2) მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის სრულყოფილი
და უსაფრთხო გარემოს შექმნა; 3) სამოქალაქო აქტივობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის
(სამართლიანობა, ტოლერანტობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი) ჩამოყალიბება.
ამ საკითხების
გათვალისწინებით ტარდებოდა კლასის საათები (ჩვენი უფლებები და ვალდებულებები ,კონფლიქტების
მოგვარება-კომუნიკაცია და ძალადობა, შრომა აკეთილშობილებს ადამიანს...), დისკუსია
(„რატომ უნდა ვისწავლო“, თვინიერი თუ მეამბოხე“), კონკურსი მხატვრულ კითხვაში, ნახატების
კონკურსი თემაზე: „მოწევა კლავს!’, ახალი წლის კედლის გაზეთი, ბოლო ზარის კედლის გაზეთი...
კლასი
რთულია. მიხდებოდა მუშაობა ინდივიდუალურად მოსწავლეებთან(არტურ კარაპეტიანი, აშოტ აიდინიანი,
ზურა ნუროშვილი, ტანო ფიფია, გიორგი მურღვლიანი, ტრისტანი შათირიშვილი) და მათ მშობლებთან.
რით
არის განპირობებული აკადემიური სისუსტე: მშობელთა
უყურადღებობა, მშობელთა განათლების დაბალი დონე, სოციალური სიდუხჭირე, ენის ბარიერი
(არაქართულენოვნები: სომხები, რუსები, ქურთები, აზერბაიჯანელები), დანგრეული ოჯახები,
დევნილები. ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს მოსწავლის ცოდნის ხარისხზე, რადგან მათი
უმრავლესობა ოჯახური პირობების გამო სრულფასოვნად ვერ ახერხებს თვითრეალიზებას.
მომავალი
წლიდან დაგეგმილი მაქვს საინტერესო ღონისძიებები, რომლებიც უფრო გაააქტიურებენ მოსწავლეებს,
დაუბრუნებენ საკუთარი თავის რწმენას და ვფიქრობ გააუმჯობესებენ სწავლის ხარისხს.
ქ. თბილისის 108-ე საჯარო სკოლის VIIIგ კლასის
დამრიგებლის თეა ხმალაძის 2015-2016 სასწავლო
წლის შესრულებული სამუშაოს
ა ნ გ ა რ ი შ ი
VIII გ კლასში წლის დასაწყისში დასაწყისში ირიცხებოდა 22 მოსწავლე. 10 გოგონა და 12 ვაჟი. აქედან 5 სოციალურად დაუცველი, 1დევნილი სამხრეთ ოსეთიდან,
1 ობოლი და 1 სსსმ მოსწავლეა. მიმდინარე სასწავლო წელს სხვა სკოლაში გადავიდა 1 მოსწავლე ზურა ნუროშვილი და სხვა სკოლიდან მოვიდა 5 მოსწავლე:
სერგო ქიტიაშვილი , მარიამ ბზიშვილი, ბექა ვანაძე, გოჩა ვანაძე და ბუბა აბდალაძე, რაც ჯამში შეადგენს 26 მოსწავლეს. ვანაძეების გარდა სამივე მოსწავლე გამოირჩევა კარგი აკადემიური მოსწრებით და სააზროვნო უნარჩვევებით, ხოლო რაც შეეხება ძმებსს, მიუხედავად იმისა, რომ არც თუ სახარბიელო ქულებით მოვიდნენ ჩვენს სკოლაში, მათი დიდი მონდომებით და მასწავლებელთა დახმარებით გააუმჯობესეს არსებული შედეგი.
სასწავლო წლის დაწყებიდან ერთ კვირაში ჩავატარე
მშობელთა კრება, სადაც გამოვყავი კლასის ორი ძირითადი პრობლემა: დისციპლინარული საკითხი
და აკადემიური მოსწრება. ვისაუბრე იმ სირთულეებზე,
რომელიც წამოიჭრა გასულ წელს პროგრამის დაძლევისას. ვთხოვე მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა
გამოეჩინათ საკუთარი შვილების მიმართ. გავაცანი, რას ვგეგმავდი მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში. განსაკუთრებით ყურადღების მიქცევა ვთხოვე მშობლებს საგამოცდო საგნების
მიმართ, რომელიც წლის ბოლოს იყო ჩასაბარებელი: გეოგრაფიასა და ქიმიაში. პერიოდულად
ვაწარმოებდი მონიტორინგს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით
და ვაცნობდი მათ.
კლასი ჩართული იყო შიდასასკოლო ღონისძიებებში.
მე-8 ა და მე-8 გ კლასებს შორის მოვაწყე „სპორტულ-ინტელექტუალური“ ვიქტორინა სპორტის
მასწავლებელ ნანა ვეშაპიძესთან ერთად, სადაც სპორტულ ნაწილში გაიმარჯვა „ა“ კლასმა,
ხოლო ინტელექტუალურში „გ“-მ. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ვიქტორინის შესაბამისი პლაკატები
სახელწოდებით „ჩირაღდანი“- გ კლასი და „არწივი“-ა კლასი. 5 ოქტომბერს მოსწავლეებმა
კედლის გაზეთით საგნის პედაგოგებს მიულოცეს
მასწავლებლის დღე. მონაწილეობა მიიღეს ჩემს მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო აქციაში
„ვაჩუქოთ ბავშვებს ბედნიერება“. ასევე მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალურ ვიქტორინაში
შემდეგმა მოსწავლეებმა: თინათინ გოგინაშვილი და ანა ყოჩიშვილი. აღნიშნული ვიქტორინა
ორგანიზებული იყო ქართულის პედაგოგს თეა მაისაიასა და ჩემს მიერ, რომელიც მოეწყო მე-7/მე-8
კლასებში. მოსწავლეებმა შესანიშნავად იმუშავეს კედლის გაზეთზე „გიორგობის ბრწყინვალე
დღესთან დაკავშირებით“. მოეწყო სასწავლო ექსკურსია „სახანძრო სამაშველო“ მუზეუმში.
ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორიასა და ალგებრაში. კლასი დაიყო ოთხ ჯგუფად.
თვითოეულმა ჯგუფმა იმუშავა თემის შესაბამის კედლის გაზეთზე. ჯგუფის გაზეთები ასე გადანაწილდა.
ჯგუფის ლიდერები: თინათინ გოგინაშვილი-„არაბთა შემოსევები ახლო აღმოსავლეთი“, ანა ყოჩიშვილი-„
ბარდა სკლიაროსის ლაშქრობა აზიაში“, მანანა ეუაშვილი-„მურვან ყრუს შემოსევა საქართველოში“,
და მარიამ ბზიშვილი-„არაბების შემოსვლა სომხეთსა და საქართველოში“. იმუშავეს ასევე
ისტორიულ გაზეთზე თემით „ჯვაროსნული ლაშქრობები“. წინასაახალწლოდ დავგეგმეთ და განვახორციელეთ
საქველმოქმედო აქცია „სიბერე გარდაუვალია“,
რისი მიზანიც იყო მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები მოხუცების დახმარება. მთელი სემესტრის
განმავლობაში პერიოდულად ვატარებდი საკლასო შეხვედრებს , საუბრებს, დისკუსიებს ამა
თუ იმ (წინასწარ დაგეგმილ) თემაზე.
მე-8 ა და მე-8გ კლასებს შორის მათემატიკის პედაგოგმა ეკა ახალაიამ განახორციელა პროექტი თემაზე "ქართველი და უცხოელი მათემატიკოსები". მე-8 გ კლასი საკმაოდ საინტერესო თემებით წარსდგა აუდიტორიის წინაშე და უფრე მეტი დამაჯერებლობით გამოირჩეოდნენ.
სასწავლო წლის ბოლოს მე-8 გ კლასთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა სასწავლო-აღმზრდელობითი ექსკურსია შემდეგი მარშრუტით: უჯარმა, ძველი და ახალი შუამთა, წინანდალი(ა. ჭავჭავაძის სახლმუზეუმი), ალავერდი, ერეკლე მეფის სახლმუზეუმი, სიღნაღი- ბოდბე- წმინდა ნინოს მონასტერი. აღნიშნულმა ექკურსიამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე. მათ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს და უკეთ გაიგეს საქართველოს კულტურული და ეთნოგრაფიული მრავალფეროვნების არსი.
მე-8 გ კლასის მოსწავლეებმა მოინახულა სახანძრო-სამაშველო მუზეუმი, სადაც არაერთმა საინტერესო ნივთმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით (21-დან 25-თებერვლის ჩათვლით) სხვადსხვა ღონისძიებები განახორციელა, სადაც მონაწილეობა მიიღო მე-8 გ კლასმა და ესტუმრნენ ოკუპაციის მუზეუმს. ასევე, ამავე კლასმა ქართულის პედაგოგთან და დამრიგებელთან ერთად განახორციელა სასკოლო ექსკურსია ხელნაწერთა ინსტიტუტში.
დედაენის დღესთან დაგეგმილ სასკოლო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თინათი გოგინაშვილმა და დიანა ბაბაევმა.მე-8 ა და მე-8გ კლასებს შორის მათემატიკის პედაგოგმა ეკა ახალაიამ განახორციელა პროექტი თემაზე "ქართველი და უცხოელი მათემატიკოსები". მე-8 გ კლასი საკმაოდ საინტერესო თემებით წარსდგა აუდიტორიის წინაშე და უფრე მეტი დამაჯერებლობით გამოირჩეოდნენ.
სასწავლო წლის ბოლოს მე-8 გ კლასთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა სასწავლო-აღმზრდელობითი ექსკურსია შემდეგი მარშრუტით: უჯარმა, ძველი და ახალი შუამთა, წინანდალი(ა. ჭავჭავაძის სახლმუზეუმი), ალავერდი, ერეკლე მეფის სახლმუზეუმი, სიღნაღი- ბოდბე- წმინდა ნინოს მონასტერი. აღნიშნულმა ექკურსიამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე. მათ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს და უკეთ გაიგეს საქართველოს კულტურული და ეთნოგრაფიული მრავალფეროვნების არსი.
მთელი წლისგანმავლობაში კლასში მუშაობა
მიმდინარეობდა შემდეგი მიმართულებით:1) სწავლა სწავლების ხარისხის ამაღლება; 2) მოსწავლეთა
ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის სრულყოფილი და უსაფრთხო გარემოს შექმნა;
3) სამოქალაქო აქტივობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის (სამართლიანობა, ტოლერანტობა,
ჯანსაღი ცხოვრების წესი) ჩამოყალიბება.
კლასის აკადემიური სისუსტე განპირობებულია შემდეგი
ფაქტორების გამოვლინებით: მშობელთა უყურადღებობა, მშობელთა განათლების დაბალი დონე,
სოციალური სიდუხჭირე, ენის ბარიერი(არაქართულენოვნები:სომხები, რუსები ქურთები,აზერბაიჯანელები),
დანგრეული ოჯახები,დევნილები. ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს მოსწავლის ცოდნის
ხარისხზე, რადგან მათი უმრავლესობა ოჯახური პირობების გამო სრულფასოვნად ვერ ახერხებს
თვითრეალიზებას. მოსწავლე- მარიამ ანდრიაშვილი არღვევს სკოლის შინაგანაწესს, უპასუხისმგებლო
დამოკიდებულება აქვს სკოლის მიმართ, ძალიან ხშირად აცდენს სკოლას, რისთვისაც ყველა საგანში გამოცდა ავქს ჩასაბარებელი ექსტერნის ფორმით. ვუკავშირდები მშობელს,
ვიბარებ სკოლაში,მაგრამ არ ცხადდება. ექტერნის გამოცდებს აბარებენ ასევე მაია ბოლოთაშვილი და ალექსანდრე სააკაძე.
მიმდინარე სასწავლო გასულ წელთან შედარებით ვფიქრობ უფრო აქტიური და ნაყოფიერი იყო . მამავალ წელს დაგეგმილი მაქვს კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძიება, სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება.
მოსწავლეთა მიღწევის დონე 2015-2016 სასწავლო წელს
მაღალი (10,9)
1 მოსწავლე-თინათინ გოგინაშვილი
საშუალოზე მაღალი (7,8)
3 მოსწავლე-ბაბაევი დიანა; ბზიშვილი მარიამი; ყოჩიშვილი ანა.
საშუალო (6,5)
19 მოსწავლე-აბუსერიძე ბაჩუკი; ბობოჯონოვი ალიქბარ; ეუაშვილი მანანა; ვათიაშვილი ნიკა; ვართანოვი გიორგი; ინაძე თამთა; ისმაილოვი აზერ; მალაკიანი არტურ; მარქარიანი მარია; მოსახლიშვილი მამუკა; მურღვლიანი გიორგი; საგატელიანი ვერა; სერგეევი მარია; ფიფია ტანო; შათირიშვილი ტრისტანი; ქიტიაშვილი სერგო; ვანაძე ბექა; ვანაძე გოჩა; აბდალაძე ბუბა.
დაბალი (1,2)
არცერთი
მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინეს კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი(ექსტერნი).
3 მოსწავლე-ანდრიაშვილი მარიამი; ბოლოთაშვილი მაია; სააკაძე ალექსანდრე.
გაცდენილი საათების რაოდენობა სასწავლო წლის განმავლობაში-3056
მაღალი (10,9)
მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც პირველი სემესტრის განმავლობაში გააცდინეს კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი(ექსტერნი).
მოსწავლე-

ქ. თბილისის 108-ე საჯარო სკოლის IX გ კლასის
დამრიგებლის თეა ხმალაძის 2016-2017 სასწავლო
წლის პირველი სემესტრის
ა ნ გ ა რ ი შ ი
IX გ კლასში წლის დასაწყისში ირიცხებოდა 27 მოსწავლე. 11 გოგონა და 16 ვაჟი. აქედან 5 სოციალურად დაუცველი, 1 ობოლი და 1 სსსმ მოსწავლეა. პირვე სემესტრში სხვა სკოლაში გადავიდა 3 მოსწავლე: ნიკა ვათიაშვილი ანა ყოჩიშვილი და ავთო მიქელაძე. სხვა სკოლიდან მოვიდა 3 მოსწავლე: ნინო ჩოკოშვილი, ჯუმბერ როხვაძე დაავთო მიქელაძე რაც ჯამში შეადგენს 27 მოსწავლეს.
სასწავლო წლის დაწყებიდან ერთ კვირაში ჩავატარე მშობელთა კრება, სადაც გამოვყავი კლასის ორი ძირითადი პრობლემა: დისციპლინარული საკითხი და აკადემიური მოსწრება. ვისაუბრე იმ სირთულეებზე, რომელიც წამოიჭრა გასულ წელს პროგრამის დაძლევისას. ვთხოვე მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა გამოეჩინათ საკუთარი შვილების მიმართ. გავაცანი, რას ვგეგმავდი მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში. განსაკუთრებით ყურადღების მიქცევა ვთხოვე მშობლებს საგამოცდო საგნების მიმართ, რომელიც წლის ბოლოს იყო ჩასაბარებელი: ისტორიასა და ხელოვნებაში. პერიოდულად ვაწარმოებდი მონიტორინგს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით და ვაცნობდი მათ.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული ყველა სასკოლო ღონისძიებაში, ქმნიდნენ კედლის გაზეთებს. მონაწილეობა მიიღეს ესეების კონკურსში თემაზე: სსსმ მოსწავლის მიერ დანახული სამყარო. სიგელებით დაჯილდოვდნენ თინათინ გოგინაშვილი და თამთა ინაძე. მე-9 ა,ბ,გ კლასის მოსწავლეებში პროფორიენტაციისა და კარიერული დაიგეგმვის პროგრამის ფარგლებში დავგეგმე და განვახორციელე სასკოლო შემეცნებითი ექსკურსია საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“.
ექსკურსიის მიზანი იყო:
- მოსწავლეთა დახმარება საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობების, უნარების, ღირებულებების გაცნობიერებასა და განვითარებაში;
- მოსწავლეთა ინფორმირება საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ;
- მოსწავლეთა აღჭურვა პროფესიული გადაწყვეტილების მიღების თეორიული, პრაქტიკული ცოდნითა და უნარებით
მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების სამუშაო გარემოს და მუშაობის სპეციფიკას.
კოლეჯ „სპექტრის“ წარმომადგენლის და ჩვენი ინიციატივით სკოლის ტერიტორიაზე პროფესიის არჩევის მიზნით მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებში გაიმართა გაფართოებული შეხვედრა. მოსწავლეები გაეცნენ კონკრეტულ პროფესიებს;პროფესიის დასაუფლებლად და შემდგომში დასაქმებისთვის ქვეყანაში არსებულ რესურსებს; დასვეს კითხვები და გაიაზრეს კონკრეტულ სფეროში კომპეტენტური ადამიანების გამოცდილება. IV ა,ბ,გ,დ კლასის მოსწავლეებმა სახანძრო-სამაშველო მუზეუმი და ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. სახანძრო და სამაშველო სამსახურის მუშაობით დაინტერესებულმა სკოლის მოსწავლეებმა, სამსახურის ისტორია დეტალურად მოისმინეს.მეხანძრე-მაშველებმა ბავშვებს სახანძრო მანქანებიც დაათვალიერებინეს და საჭირო რჩევებიც მისცეს. საგანმანათლებლო აქტივობა ,,უფროსკლასელები- უმცროსკლასელებს". მე-9გ კლასის მოსწავლეებმა პირველ და მეორე კლასის მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია (მათთვის გასაგებ ენაზე) 9 აპრილის ტრაგედიის და ეროვნული ერთიანობის დღის" შესახებ, აუხსნეს გაზაფხულის ყვავილის "ტიტების" სიმბოლო, პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს, მოაწყვეს საინფორმაციო კამპანია "ფილმის ჩვენება" მთელი სკოლის მასშტაბით. აქტიურად ჩაერთვნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებიც. მონაწილეობა მიიღეს პლაკატების, მაკეტის და ტიტების დამზადებაში. პროექტ ,,დაზოგე წყალი"- ფარგლებში მოსწავლეთა მიერ ჩატარებული აქტივობაში განსაკუთრებულ აქტივობას იჩენდნენ ჩემი კლასის მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში ერთ-ერთ აქტივობას წარმოადგენდა სტუმრად ნატახტარში - წყლის პროდუქტად ქცევა.
ხშირად ვატარებდი კლასის საათს, განვიხილავდი და ვმსჯელობდით იმ აქტუალურ თემებზე, რომლებიც მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. სასწავლო წლის დასასრულს დავგეგმე და განვახორციელე სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია შემდეგი მარშრუტით: რაბათი;მწვანე მონასტერი; საფარა და ბორჯომის პარკი. ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო აღნიშნული ექსკურსია. მოსწავლეები გაეცვნენ ბევრ ღირსშესანიშნაობებს, მიიღეს არაფორმალური განათლება და მიზნად დაისახეს კიდევ ბევრი ისტორიული ადგილების მონახულება.კლასთან მაქვს მეგობრული დამოკიდებულება. თითოეულ მიცემულ ჩემს აქტივობას ასრულებენ პირნათლად, თუმცა აკადემიური მოსწრება კვლავ არასახარბიელო დარჩა.
მოსწავლეთა მიღწევის დონე 2016-2017 სასწავლო წელს
მაღალი (10,9)
საშუალოზე მაღალი (7,8)
საშუალო (6,5)
საშუალოზე დაბალი (3,4)
დაბალი(1,2)
დაბალი(1,2)
მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც პირველი სემესტრის განმავლობაში გააცდინეს კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი(ექსტერნი).
მოსწავლე-
გაცდენილი საათების რაოდენობა პირველი სემესტრის განმავლობაში
3439 საათი
ქართველი-19 მოსწავლე
აზერბაიჯანელი-1 მოსწავლე
სომეხი- 4 მოსწავლე
სხვა- 1მოსწავლე
3439 საათი
ქართველი-19 მოსწავლე
აზერბაიჯანელი-1 მოსწავლე
სომეხი- 4 მოსწავლე
სხვა- 1მოსწავლე
ქ. თბილისის 108-ე საჯარო სკოლის V დ კლასის
დამრიგებლის თეა ხმალაძის 2017-2018 სასწავლო
წლის შესრულებული სამუშაოს
ანგარიში
V დ კლასში წლის დასაწყისში ირიცხებოდა 26 მოსწავლე. 12 გოგონა და 14 ვაჟი. აქედან 3 სოციალურად დაუცველი, 1 ობოლი და 1 სსსმ მოსწავლეა. პირვე სემესტრში სხვა სხვა სკოლიდან მოვიდა 2 მოსწავლე: აბრამიანი ნიკოლი და მინდიაშვილი გიორგი რაც ჯამში შეადგენს 28 მოსწავლეს.
სასწავლო წლის დაწყებიდან ერთ კვირაში ჩავატარე მშობელთა კრება, სადაც გამოვყავი კლასის ორი ძირითადი საკითხი : დისციპლინარული საკითხი და აკადემიური მოსწრება. ვისაუბრე იმ სირთულეებზე, რომელიც წამოიჭრა გასულ წელს სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოების პროგრამის დაძლევისას. ვთხოვე მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა გამოეჩინათ საკუთარი შვილების მიმართ. გავაცანი, რას ვგეგმავდი მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში.
პერიოდულად ვაწარმოებდი მონიტორინგს აადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით.
პირველი ჩვენი გასვლითი ღონისძიება განხორციელდა ხელოვნების სასახლეში,სადაც პატარებს საოცარი თავგადასავალი დახვდათ. იხილეს ამერიკელი ფოტოგრაფის,ედუარდ შერიფ კურტისის გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ამერიკის პირველ მაცხოვრებელთა ორიგინალი ნივთები და რიტუალების ამსახველი უნიკალური კადრები. დაათვალიერეს თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი სასახლე, რომელიც მე-19 საუკუნეშია აგებული და ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. გაეცნენ მუზეუმის დაარსების ისტორიას, იმოგზაურეს საინტერესო სამყაროში,დაათვალიერეს 5 მუდმივმოქმედი საგამოფენო დარბაზი, სადაც წარმოდგენილია მუზეუმში დაცული მრავალრიცხოვანი საგანძურის ყველაზე გამორჩეული ექსპონატები. ასევე გაეცნენ ამერიკის პირველ მაცხოვრებელთა კულტურას, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, აღმოაჩინეს გაქრობის პირას მისული ინდიელთა ტომების მომაჯადოებელი რიტუალები და ცერემონიები. პრაქტიკული ნაწილი მოიცავდა გონების სავარჯიშოს, სახალისო დეტალებს. გამოფენის ხილვის შემდეგ ბავშვებმა დაამზადეს თავსაბურავი-"ვორბონეტი", რომლებიც მხოლოდ ბელადებისა და განსაკუთრებული დამსახურების მქონე მეომრებისათვის იყო განკუთვნილი. ჩემი მიზანი იყო ბავშვების დაინტერესება მუზეუმით, ხელოვნებით, ეროვნული კულტურით. .
კლასში მოვაწყე გიორგი სააკაძის ფილმის ჩვენება და იმ ეპოქის დეტალურად განხილვა. შემდეგი ფაზა ითვალისწინებდა მოსწავლეების მიერ ინფორმაციის მოძიებას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ნახატების შექმნას და პრეზენტაციას. პროეტი საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა თითოეულისთვის.მოსწავლეებს გამოუმუშავდათ გუნდური მუშაობის უნარი.
ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყო საკლასო ღონისძიება. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, წერილები და დადგეს მინი სპექტაკლი "კაცია ადამიანიდან". მოირგეს ლუარსაბ-დარეჯანის როლები, რომელიც საკმაოდ საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მსმენელისთვის.
ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით კლასმა მონაწილეობა მიიღო სასკოლო პროექტში-"კედლის გაზეთის შექმნა". ჩვენს გაზეთს ხვდა წილად პატივი,რომ მოხვედრილიყო სკოლის შემოსასვლელ ფოიეში.
პირველი სემესტრის დასასრულს მოვაწყე საახალწლო კარნავალი, სადაც ჩემმა პატარებმა შესანიშნავად მოირგეს "პეპი გრძელი წინდას" როლები და იცეკვეს მე-11 კლასის მოსწავლე-მარიამ კაჭარავასთან ერთად, ასევე, შეასრულეს სიმღერა "თუ, თუ, თუ, თუ გინდა", თავიანთ მუსიკის პედაგოგ მაკა შუღლიაშვილთან ერთად.
რეგულარულად ვატარებდი კლასის საათს, სადაც ვსაუბრობდით და განვიხილავდით მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებს. მეორე სემესტრი ვფიქრობ უფრო ინოვაციური და საინტერესო იქნება.
მოსწავლეები შეუერთდნენ 108-ე საჯარო სკოლის ინიციატივას დაუნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. დაამზადეს სლოგანები, პოსტერები და გადაიღეს ვიდეო რგოლი.

მოსწავლეები ასევე აქტიურად ჩაერთვნენ სკოლის მიერ განხორციელებულ კონკურსში „ნაბიჯი თანადგომისკენ“(თემა
ბულინგი), დაამზადეს კედლის გაზეთები, სლოგანები, მონაწილეობდნენ ვიდეორგოლის გადაღებაში და კონკურსში პირველი ადგილიც დაიკავეს. ვიდეორგოლის თემატიკას წარმოადგენდა-კიბერ ბულინგი.
კლუბის წევრებს არც 9 აპრილი გამორჩენიათ, პირიქით,
განსაკუთრებული ენთუზიაზმით მოეკიდნენ 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. მოამზადეს
პრეზენტაცია და მთელი პასუხისმგებლობით წარსდგნენ მე-5 კლასის მოსწავლეებთან. შეხვედრა
კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები სვამდნენ კითხვებს და აზუსტებდნენ ბუნდოვან
საკითხებს. უკეთ გაიაზრეს 9 აპრილის მნიშვნელობა
ქართველი ხალხისთვის. კლუბის ერთ-ერთმა წევრმა 9 აპრილს საკუთარი ლექსი მიუძღვნა.
კლუბ „მაინდერებმა“ მე-5/6 კლასის მოსწავლეებში ჩაატარეს ინტელექტუალური
ვიქტორინა „რა, სად, როდის“. თამაში საკმაოდ აზარტულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა.
მშობლები გულშემატკივრობდნენ შვილებს, რაც უფრო ხალისიან და პოზიტიურ გარემოს ქმნიდა.
ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებული გუნდები და გადასცეს სიგელები.
სასწავლოს წლის ბოლოს მოეწყო შემეცნებითი ექსკურსია, მოსწავლეებმა მოინახულეს ერეკლე მეფის სახლმუზეუმი, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმი, ხოლო ალავერდის ტაძრის ეზოში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე: ალავერდის ტაძრის შექმნის ისტორია.
წლის დასასრულს ჩავატარე შემაჯამებელი მშობელთა კრება, გამოვავლინე მიმდინარი სასწავლო წლის დადებითი და უაროფითი მხარეები, ვიმსჯელეთ და დავსახეთ პრობლემის აღმოფხვრის გზები.
მომავალი სასაწვლო წლიდან დაგეგმილი მაქვს, უფრო საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები. აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების მიზნით, ვგეგმავ ცვლილებებს კლასის მართვის და მენეჯმენტის განვითარების კუთხით.
თ. ხმალაძე
12.06.2018 წ.
მაღალი (10,9)
საშუალოზე მაღალი (7,8)12.06.2018 წ.
მაღალი (10,9)
საშუალო (6,5)
საშუალოზე დაბალი (3,4)
დაბალი
ქ. თბილისის 108-ე საჯარო სკოლის VI დ კლასის
ქ. თბილისის 108-ე საჯარო სკოლის VI დ კლასის
დამრიგებლის თეა ხმალაძის 2018-2019 სასწავლო
წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს
ანგარიში
VI დ კლასში წლის დასაწყისში ირიცხებოდა 30 მოსწავლე. 16 გოგონა და 14 ვაჟი. აქედან 3 სოციალურად დაუცველი და 1 სსსმ მოსწავლეა. მიმდინარე სასწავლო
წელს, სხვა სკოლიდან მოვიდა 3 მოსწავლე და სხვა სკოლაში წავიდა 3 მოსწავლე, რაც ჯამში შეადგენს 30 მოსწავლეს. სასწავლო წლის დაწყებიდან ერთ კვირაში ჩავატარე მშობელთა კრება, სადაც გამოვყავი კლასის ორი ძირითადი საკითხი : დისციპლინარული საკითხი და აკადემიური მოსწრება. ვისაუბრე იმ სირთულეებზე, რომელიც წამოიჭრა გასულ სასწავლო წელს და ვთხოვე მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა გამოეჩინათ საკუთარი შვილების მიმართ. გავაცანი, რას ვგეგმავდი პირველ სემესტრში. პერიოდულად ვაწარმოებდი მონიტორინგს აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით და ვაცნობდი მშობლებს.
საგაკვეთილო პროცესები ხშირად განსხვავებულად მიმდინარეობდა, მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფებში და დამოუკიდებლად აკეთებდნენ პრეზენტაციებს. განახორციელეს პროექტი, თემაზე-ყურძნის ჯიშები, რომელიც რამოდენიმე საფეხურს მოიცავდა:1. მოსწავლეებმა მოსახლეობაში ჩაატარეს კვლევა, დაამუშავეს კვლევის შედეგები და განსაზღვრეს სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენად ინფორმირებული იყო საზოგადოება საქართველოში გავრცელებულ ყურძნის ჟიშების მიმართ, გადაიღეს ვიდეო-მასალა, ჯგუფების მიხედვით გამოსცეს საინფორმაციო ბუკლეტები, კედლის გაზეთი და პროექტის დასასრულს გააკეთეს პრეზენტაცია.
კლასი ყოველთვის ჩართული
იყო ყველა სასკოლო პროექტებსა და ინიციატივებში.
მონაწილეობა მიიღეს კედლის გაზეთების კონკურსში და ღირსეული კონკურენცია გაუწიეს სხვა
კლასების მიერ შესრულებულ ნამუშევრებს.
მოსწავლეების ინიციატივით და დიდი სურვილით დაიგეგმა და განხორციელდა ვიზიტი ცირკში, სადაც წარმოდგენილი იყო ძალიან ბევრი სახალისო და საინტერესო ნომერი.
კლასის რამოდენიმე
მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო ქართულის პედაგოგის,
თეა მაისაიას მიერ ჩატარებულ-ლიტერატურულ ვიქტორინაში. მოსწავლეებს საჩუქრად
გადაეცათ სიგელები.
კლასმა დადგა მინი
სპექტაკლი თემაზე-ერეკლე მეფე და ინგილო ქალი. მოსწავლეებმა შთამბეჭდავად მოირგეს როლები და ღირსეულად წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.
მოსწავლეებმა დამოუკიდებლად,
საკუთარი ინიციატივით, ჩაატარეს პრეზენტაცია power point-ში შექმნილი სლაიდშოუს საშუალებით, თემა-რაჭა, ლეჩხუმი.
მომავალი სასწავლო წლიდან დაგეგმილი მაქვს, უფრო საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები. აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების მიზნით, ვგეგმავ ცვლილებებს კლასის მართვის და მენეჯმენტის განვითარების კუთხით.
თ. ხმალაძე
14.
06. 2019წ.
No comments:
Post a Comment