შეფასების კრიტერიუმები და რუბრიკები

2014-2015 ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შეფასების კომპონენტები მსოფლიო კულტურაში




1. საკლასო სამუშაო  2. საშინაო დავალება  3. შემაჯამებელი დავალება


1 .საკლასო სამუშაო:

·         კომუნიკაცია

·         თანამშრომლობა

·         პრობლემის გააზრება 


2. საშინაო დავალება

·         ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება
·         პრობლემის გადაჭრა
·         მასალის წინასწარ მომზადება


3.  შემაჯამებელი დავალება

·         რეფერატი

·         ტესტირება

 ჯგუფური მუშაობის რუბრიკა:

 მოსწავლეებს თითოეული კრიტერიუმის მიხედვით ენიჭებათ 1 ქულა. მაქსიმალური ჯამი არის 10 ქულა·         ყველა ჯგუფის წევრს სეაქვს წვლილი დავალების შესრულებაში; ( 1 ქულა)
·         ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს და იცავენ რიგითობას; ( 1 ქულა)
·         უცვლიან ერთმანეთს იდეებს და ინფორმაციას;( 1 ქულა)
·         ჯგუფის წევრები მხოლოდ საკითხის ირვლივ მუსაობენ; (1 ქულა)
·         ჯგუფის წევრები კარგად თანამშრომლობენ;(1 ქულა)
·         აზრის გამოხატვის თანაბარი პირობებია შექმნილი;(1 ქულა)
·         ნაშრომის პრეზენტაციისას წარმოაჩენენ ნამუშევრის მთავარ იდეებს;(1 ქულა)
·         ართმევენ თავს კრიტიკულ შენიშვნებს;(1 ქულა)
·         პრეზენტაციის დროს იცავენ დროის ლიმიტს;(1 ქულა)
·         ირჩევენ სწორ პასუხს და ასაბუთებენ სრულყოფილად;(1 ქულა) 


პრეზენტაციის რუბრიკაკრიტერიუმები: 

        მოძიებული ინფორმაციის თემასთან შესაბამისობა;(1 ქულა)
·         კვლევების ნაშრომის წარმოჩენის უნარი;(1 ქულა)
·         შემოქმედებითი უნარი;(1 ქულა)
·         პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზაება;(1 ქულა)
·         თემის გასაგებად წარდგენა;(1 ქულა)
·         საუბარი (გამართულობა,ტემბრი);(1 ქულა)
·         თვალსაჩინოების გამოყენება;(1 ქულა)
·         აუდიტორიასთან კონტაქტი;(1 ქულა)
·         ინფორმაციის ფლობის უნარი;(1 ქულა)
·         დროის ლიმიტის დაცვა;(1 ქულა)


საკლასო სამუშაო:

         1-3 ქულა-უჭირს გამაღტული მეტყველება,სუსტად არის ორგანიზებული,იშვიათად ერთვება საგაკვეთილო პროცესში,ვერ ერკვევა პრობლემის რაობაში.
·         4-5 ქულა -პერიოდულად ერთვება საგაკვეთილო პროცესში,იშვიათად გამოთქვამს საკუთარ აზრს,მეტყველება დაუხვეწავია
·         6-7 ქულა -ნაცნობი ინფორმაციიდან იხსენებს და ახარისხებს მნიშვნელოვან ინფორმაციებს,მეტყველებს გამართულად,აქტიურია,გამოთქვამს საკუთარ აზრს,იცის პრობლემის გადაჭრის გზები,მაგრამ მისი აზრი არ არის სრულყოფილი.
·         8-10 ქულა - აქტიურია,ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი.ნაცნობი ინფორმაციიდან გამოკვეთს მნიშვნელოვანსაკითხებს,მეტყველებს გამართულად,აქვს კარგი დიქცია,შეუძლია საკუთარი მოსაზრების ლაკონურად და სრულყოფილად ჩამოყალიბება.


საშინაო დავალება:

         1-3 ქულა -ვერ ასრულებს დავალებას,არ აქვს ინფორმაცია მოძიებული,მასალა არ არის შინაარსის შესაბამისი.
·         4-5 ქულა -შესრულებულ დავალებაში არ არის გათვალისწინებული ინსტრუქცია,მასალა ნაწილობრივ შეესაბამება საკითხს.
·         6-7 ქულა -დავალებებს ასრულებს ხშირად,ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია,აქვს რესურსების გამოყენების სურვილი,თუმცა არასრულია მისი ნამუშევარი.
·        
8-10 ქულა -დავალებას ასრულებს ყოველთვის პასუხისმგებლობით.აქვს ზედმიწევნით სწორად შესრულებული დავალება,იყენებს მრავალფეროვან საინფორმაციო საშუალებებს.


რეფერატის შეფასების რუბრიკაკრიტერიუმები·     

    მიზანი/თეზისი-კვლევის შედეგად გამოთქმული ძირითადი იდეა;(1 ქულა)

·         რეფერატის ორგანიზება ;(1 ქულა)

·         შინაარსის კორექტულობა,ფაქტობრივი საიმედოობა;(2 ქულა)

·         ენობრივი გამართულობა;( ქულა)

·         კვლევა;(2 ქულა)


·         ილუსტრაციები/თვალსაჩინოებები(1 ქულა)


·         შეთავაზებული მოსაზრებების არგუმენტებითა და მაგალითებით გამყარება;(1 ქულა)


·         დასკვნები;(1 ქულა)


·         ჯამი;(10 ქულა)


ტესტირება-შედგება ათი კითხვისგან,თითოეული კითხვა ფასდება ერთი ქულით.ჯამში (10 ქულა)









No comments:

Post a Comment