სადამრიგებლო პროგრამა


VII   კლასის  2019-2020 სასწავლო ლის
 სადამრიგებლო პროგრამა




                                
1.      კლასის დახასიათება
2.      2018-2019 წლის ძირითადი მიმართულებები
3.      საორგანიზაციო საკითხები
4.      კლასის საათის თემატიკა
5.      წლის მანძილზე განსახორციელებელი აქტივობები
6.      მშობელთა კრებები

1.      კლასის დახასიათება
სსიპ ქალაქ თბილისის N108 საჯარო სკოლის VI დ კლასში  ირიცხება 29 ბავშვი.13 გოგონა და 16 ვაჟი.
სოციალურად დაუცველის სტატუსი მინიჭებული აქვს 3 მოსწავლეს.
დევნილის სტატუსით სარგებლობს-  2 მოსწავლე.
ობოლი - 
ვინ არის ჯანმრთელობის ცნობით -29
მრავალშვილიანი არის 6  მოსწავლე.
ეროვნება - 23 ქართველი, 1 სომეხი, 1 აზერბაიჯანი, 2 ქურთი, 1 რუსი. 1 არაბი


2.      მიმართულებები
2         2018-19 სასწ. წელს კლასი იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით:
Ø  სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება
Ø  მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის სრულყოფილი და უსაფრთხო გარემოს შექმნა.
Ø  სამოქალაქო აქტივობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის (სამართლიანობა, ტოლერანტობა, პატრიოტიზმი, ჯანსაღი ცხოვრების წესი) ჩამოყალიბება.
Ø  წიგნიერებისა და მედიაწიგნიერების დონის ამაღლება;
Ø  მშობელთა ჩართულობის გაუმჯობესება.
Ø  მათემატიკის,ქართულის, უცხო ენების, ესთეტიკური ციკლის საგნების სწავლა-სწავლების გაუმჯობესება დაწყებით  და საბაზო საფეხურზე;
აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად სკოლა საქმიანობას წარმართავ 4 ძირითადი მიმართულებით:

Ø  მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება;
Ø  სწავლებისა და აღზრდის ერთიანობა;
Ø  მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება;
Ø  სწავლისა და სწავლებისთვის უსაფრთხო და სანიმუშო პირობების შექმნა


3.   საორგანიზაციო საკითხები

განსახორციელებელი აქტივობები
           მიზანი
შესრულების დრო
შენიშვნა
საკითხები
ა) მოსწავლეთა მონაცემთა ბაზის დაზუსტება
ბ) მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების
გ) მოსწავლეთა პირადი საქმეების მოწესრიგება
დ)მოსწავლეებისთვის საკლასო ოთახის მოწყობა და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა.
სასწავლო პროცესისთვის მზადება
სექტემბერი

მშობელთა საერთო კრება.(განსახორციელებელი საკითხები).
ა) სკოლის შინაგანაწესის გაცნობა
)მშობლებისთვის სასკოლო სასწავლო გეგმის გაცნობა. ე ს გ-ში შესული ცვლილებების გაცნობა.
) მოსწავლეთა ნამუშევრებისა და მიღწევების გაცნობა.
)მშობელთა ჩართვა მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში.
მშობელთა ჩართვა სასწავლო პროცესში.
წელიწადში 3-ჯერ ან 4-ჯერ

მოსწავლეთა აქტიური ჩართვა სასკოლო და საკლასო ღონისძიებებში;
ა)კონკურსებში მონაწილეობა:
ბ)კედლის გაზეთის გამოშვება;
გ)საკლასო ღონისძიებების მოწყობა
მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება; შემოქმედებითი უნარების გამოვლენა/განვითარების ხელშეწყობა.
სასწავლო წლის განმავლობაში


სადამრიგებლო კლასის საათების ჩატარება

მოსწავლეებში ჯანსაღი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ჩამოყალიბება.

სასწავლო წლის განმავლობაში




4.   კლასის საათი
კლასის საათს 2018-2019 სასწ.წელს დათმობილი ექნება 17 საათი. ჩატარდება თვეში ორჯერ
#
თემები
მიზანი
შენიშვნა
1
დღის რეჟიმი, მისი ორგანიზება
პიროვნული და მორალური განვითარება

2
ცხოვრების ჯანსაღი წესი
ფიზიკური განვითარება

3
მსგავსება და განსხვავება, შემწყნარებლობა
პიროვნული და მორალური განვითარება

4
მოთმინება/ნებისყოფა
პიროვნული და მორალური განვითარება

5
სამართლიანობა
პიროვნული და მორალური განვითარება

6

პატივისცემა
პიროვნული და მორალური განვითარება

7




ძალა/სიძლიერე
პიროვნული და მორალური განვითარება

8
წონასწორობა
ზნეობრივი განვითარება.

9
მეტსახელები/იარლიყები
პიროვნული და მორალური განვითარება

10
გატაცება თუ დამოკიდებულება
ზნეობრივი განვითარება.


11
უნდა გვეშინოდეს თუ არა კრიტიკის
მორალური განვითარება

12
სიმორცხვე
პიროვნული განვითარება

13
მარტოობა
პიროვნული განვითარება

14
ჯგუფი თუ ინდივიდუალობა
პიროვნული და მორალური განვითარება

15
თამბაქოს მავნე ზეგავლენა
პიროვნული და მორალური განვითარება

16
უკვე დიდი ვარ
პასუხისმგებლობის განვითარება

17
იუმორი ჩვენს ცხოვრებაში
ზნეობრივი განვითარება






5წლის მანძილზე განსახორციელებელი აქტივობები

           დრო
       თემა
მიზანი
1
სექტემბერი
ვიზიტი ხელოვნების სასახლეში
„კეთებით სწავლა/სწავლების „ უნარების განვითარება
2
ოქტომბერი
შემეცნებითი ექსკურსია ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში
პატრიოტული განვითარება
3
14 ოქტომბერი
სვეტიცხოვლობა-ინფორმაციის მიღება
მოსწავლეებში
რწმენის ამაღლება
4
ნოემბერი
გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული-ინფორმაციის მიღება
ეროვნული,რელიგიური და ჰუმანური გრძნობების გაღვიძება
5
ნოემბერი
სპექტაკლი თემაზე-"ჩემი სამშობლო საქართველოა!"
მოსწავლის ჩართულობა და როლური თამაშის მორგება.
6
დეკემბერი
3 დეკემბერი შშმ პირთა უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრეზენტაციის მოწყობა
მოსწავლის თვალით დანახული პრობლება
7
დეკემბერი
საახალწლო კარნავალი-გართობა და მეტი პოზიტივი
ძველი წლის მხიარულად გაცილება და ახლის შეგებება
8
იანვარი
წმინდა ნინოს ბრწყინვალე დღესასწაული-წმინდა ნინოს მოღვაწეობის გაცნობა და სარწმუნოებასთან დაახლოვება
მაღალი ზნეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბება
9
თებერვალი
გვახსოვდეს წარსული-დავით აღმაშენებლის ღვაწლის გახსენება-მოსწავლემ გააცნობიეროს დავითის როლი საქართველოს ისტორიაში
პატრიოტული განვითარება
10
თებერვალი
ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში ვიზიტი მუზეუმში
მოსწავლეს უყალიბდება ჰუმანური გრძნობები
11
მარტი
პოეზიის საერთაშორისო დღსთან დაკავშირებით, ლექსების მხატვრული კითხვის კონკურსი
ინტელექტუალური განვითარება
12
აპრილი
9 აპრილის მოგონებები-გადავხედოთ უახლოეს ისტორიას და მოვახდინოთ მისი ანალიზი 9 აპრილის ტრაგედიის ფონზე.
პატრიოტიზმისა და ჰუმანიზმის გრძნობების განვითარება
13
აპრილი
23 აპრილი.ჩვენი დედამიწა
დედა-ბუნების მნიშვნელობის ამაღლება,ცოცხალი ბუნების მიმართ მოფრთხილების და ზრუნვის ჩამოყალიბება
14
მაისი
18 მაისი-მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვიზიტი ეთნოგრაფიულ მუზეუმში
ბავშვების და წიგნების დაახლოება და ნაბეჭდი და ელექტრონული წიგნების დადებითი და უაროფითი მხარეების წარმოჩენა
15
მაისი
26 მაისი- საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
პატრიოტული განვითარება
16
ივნისი
ექსკურსია
ისტორიული ადგილების მონახულება


5.      მშობელთა კრებები

#
მიზანი
დრო
1
სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ახალი სასკოლო სასწავლო გეგმის და ესგ-თი გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობა. მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების გადაცემა.

სექტემბერი

2
მოსწავლეთა მიღწევებისა და პრობლემების გაცნობა, მათი გადაჭრის გზების შეთავაზება, კლასის მიღწევების გაცნობა.

პირველი სემესტრის ბოლოს.

3
მოსწავლეთა დაგვიანების, აკადემიური მოსწრების ინფორმირება.

მეორე სემესტრი

4
სასწავლო წლის შეჯამება

სასწავლო წლის ბოლო




დანართი N1
კლასის დამრიგებლის მუშაობის მიზანი
დამრიგებელი მოსწავლის მრჩევლად მოიაზრება. მისი მუშაობა დაემყარება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, მათ ჩაბმას სხვადასხვა კლუბსა თუ წრეში; ასევე, ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, განუვითარებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებასა და დაეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.

კლასის დამრიგებლის მოვალეობები
დამრიგებელს ევალება:
·         მოსწავლისა და მის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისათვის (შემდგომში მშობელი) მათი უფლებებისა და მოვალეობების (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.) გაცნობა;
·         სადამრიგებლო ე.წ. „კლასის საათის“, საჭიროებისამებრ (თვეში მინიმუმ ორჯერ), ჩატარება;
·         მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვა პრობლემის გადაჭრაში;    
·         მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
·         მშობლებისათვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა თვეში მინიმუმ ერთხელ; ასევე, მოსწავლის მშობლის დაინტერესების შემთხვევაში, მასთან შეხვედრა და მისი შვილის აკადემიური მოსწრების, ქცევისა და გაცდენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
·         სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება;
·         სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;
·         სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მისი მიმღები სკოლისათვის მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
·         იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის ნიშნები საშუალოზე დაბალია,  მოსწავლისა და მშობლის გაფრთხილება  იმის შესახებ, რომ სასწავლო წლის ბოლომდე (ან მომდევნო სასწავლო წელს) აუცილებელია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა, რათა მოსწავლემ შეძლოს საფეხურის წარმატებით დაძლევა;
·         ინდივიდუალური შეხვედრების დროს მშობლებს მიაწოდოს შვილის აკადემიური მოსწრების და ყოფაქცევის შესახებ ინფორმაცია (დაუშვებელია ერთი მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი);
·         მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის შემთხვევაში, გაიგოს გაცდენის მიზეზი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აცნობოსს სკოლის დირექციას და შეასრულოს სხვა ვალდებულებები;
·         პერიოდულად მოითხოვოს ინფორმაცია საგნის მასწავლებლებისაგან სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ.
·         სასწავლო წლის დასრულებისას აკეთებს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზს, რის საფუძველზეც ადგენს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათებას, რომელშიც აღწერს:
ა) მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს, როგორც აკადემიური, ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებაში.
ბ) მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის.
     

დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა ემყარება შემდეგ პრინციპებს:
1.  აღზრდის   მთლიანობა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართულიპიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი  განვითარებისაკენ. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
2.შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. ისინი დაჯილდოებულნი არიან განსხვავებული ნიჭითა და შესაძლებლობებით. შესაბამისად, დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
3. მოსწავლეთა ჩართულობა - ეს პრინციპი ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარებას.  დამრიგებელმოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად, საშუალება მისცემოსწავლეებს მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (სასკოლო ოლიმპიადები, ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელ მაქსიმალურად გაითვალისწინებს მოსწავლეთა ინტერესებ. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს გამოუმუშავებს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც დაეხმარება მათ დამოუკიდებლად მოაგვარონ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები და ხელს შეუწყობს თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებაში;
4. თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან ეფუძნება თანამშრომლობას, პატივისცემასა და ნდობას. დამრიგებლის მუშაობის მიზანიკლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.
5.მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის იჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა.
6. მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება -
დამრიგებელ მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალებას მისცემს მოსწავლეებს მიიღონ მონაწილეობა აქტივობების (ღონისძიებები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვა.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგავრებაში.  დამრიგებელი მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეთა ინტერესებს.


რეკომენდაცია სადამრიგებლო საათის პროგრამის განხორციელების შესახებ

სადამრიგებლო  საათი  ხელს უწყობს მოსწავლეების სოციალურ და პიროვნულ განვითარებას,  აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს, რაც წარმოადგენს მოსწავლეებსა და მასწავლებელ-დამრიგებელს შორის პოზიტიური ურთიერთობების საფუძველს.

დამრიგებლები, კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე, წინასწარ გეგმავენ შეხვედრებსა და ღონისძიებებს.
დამრიგებლის კლასთან მუშაობა წარიმართება შემდეგი ფორმით:
·         საუბრები მოსწავლეებთან, დისკუსიები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ვიქტორინების, ღონისძიებების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების ორგანიზება, ცნობილ ადამიანებთან, საზოგადო მოღვაწეებთან და მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან თუ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობა;
·         მოსწავლეთა მშობლებთან, საგნის პედაგოგებთან აქტიური თანამშრომლობა, სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებასთან (მაგ.: ბიბლიოთეკებთან, მუზეუმებთან და სხვ.) ურთიერთობის დამყარების ხელშეწყობა.

სადამრიგებლო საათის ფარგლებში განსახილველი საკითხები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნება, სოციუმი ჩემ გარშემო,  ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი და ა.შ;
2. გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება -  გარემოს  მნიშვნელობის გაცნობა, გარემოსა და ბუნების დაცვა და ა.შ;
3. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, ჯანსაღი საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე და ა.შ;
4. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება - ჩემი  სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, ჩემი სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები,  მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები და ა.შ;
5. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების მნიშვნელობა და ა.შ;
6. მეწარმეობის უნარის განვითარება -  ასაკის შესაბამისი ბიზნეს უნარების განვითარება და ა.შ.

   

დამრიგებელი: თეა ხმალაძე                                                                            
მოსწავლის სახელი და გვარი  . . . . . . . . . . . . . .
კლასი -----
მოსწავლის სოციალური, ინტელექტუალური მოსწრების შეფასების ცხრილი

1. პასუხისმგებლობა
სისტემატიურად ასრულებს დავალებებს
არ ავიწყდება სასწავლო ნივთები. არ აგვიანებს
იცავს მოსწავლეთა ქცევის კოდექსს, აცნობიერებს თავისსა და სხვის უფლებებს



2. თანამშრომლობა
ზრდილობიანია და პატივს სცემს სხვებს, გამოხატავს პატივისცემას განსხვავებული აზრის მიმართ
თანამშრომლობს ჯგუფებთან მუშაობის დროს
მეგობრული და კომუნიკაბელური



3. კრიტიკული აზროვნება
მონაწილეობს დისკუსიებში, ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
ბევრ კითხვას სვამს, მაძიებელია
აქვს საინტერესო იდეები



4. ცოდნის გამოყენება
ახარისხებს საჭიროების მიხედვით მოპოვებულ ინფორმაციას, ახერხებს მიღებული ცოდნის დაკავშირებას კონკრეტულ საკითხთან
ორგანიზებულია, იცავს დროის ლიმიტს, ატარებს ექსპერიმენტს, ახდენს შეფასებასა და ანალიზს
სვამს პრობლემას და განსაზღვრავს გადაჭრის გზებს



5. საპრეზენტაციო უნარები
ნათლად და გასაგებად გადმოსცემს სათქმელს, ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან
იყენებს თვალსაჩინოებებს  და ტექნიკურ საშუალებებს
იყენებს საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ფლობს ინფორმაციის მოპოვება-დამუშავების უნარებს



6. შემოქმედებითობა
აქვს პრობლემის გადაჭრის ორიგინალური იდეები
აანალიზებს მოვლენებს და ფაქტებს, ყოველთვის აქვს განსაკუთრებული ინტერპრეტაცია
შემოქმედია, შეუძლია სხვადასხვა ჟანრისა და სტილის შექმნა



7. ლოგიკური აზროვნება
შეუძლია მიღებული შდეგების განზოგადება, კავშირის დამყარება სხვა სტრუქტურებთან
ახერხებს პრობლემის გადაწყვეტის საინტერესო ალგორითმის ჩამოყალიბებას, მიღებული გადაწყვეტილების სისწორისა და ეფექტურბის დასაბუთებას
ახერხებს სხვადასხვა სახით წარმოდგენილი ინფორმაციის ინტერპრეტაციას, ადგენს კავშირებს და მიმართებებს, აყალიბებს ანალოგიებს, ახდენს საკითხის არსის წარმოჩენას




 თითოეული კომპონენტი ფასდება სამი ქულით:  3 - მკაფიოდ გამოხატული თვისება ან უნარი
                                                                            2 - ნაკლებად გამოხატული თვისება ან უნარი
                                                                            1 - სუსტად გამოხატული თვისება ან უნარი
ჯამური ქულა  ____
ანალიზი………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………....
რეკომენდაცია 
1)                                                                                                  ………………………………………………………………………
2)                                                                                                  ………………………………………………………………………
3)                                                                                                  ……………………………………………………………………….

დამრიგებელი ……………………………………………….
დირექტორის მოადგილე ……………………………………………………
მშობელი ………………………………………………………………

მოსწავლის სოციალური, ინტელექტუალური მოსწრების შეფასებას დამრიგებელი მშობელს ატყობინებს და აქტიურად რთავს შვილის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში


No comments:

Post a Comment