თბილისის 108-ე საჯარო სკოლის VIIIგ
კლასის დამრიგებლის თეა ხმალაძის 2016-2017
სასწავლო წლის სადამრიგებლო პროგრამა
კლასის დახასიათება
IXგ კლასში ირიცხება 28მოსწავლე. 12 გოგონა
და 16 ვაჟი. აქედან 5 სოციალურად დაუცველი, 1 დევნილი სამხრეთ ოსეთიდან, 1 ობოლი და
1 სსსმ მოსწავლეა.
კლასი
რთულია. მიხდება მუშაობა ინდივიდუალურად მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. რით
არის განპირობებული აკადემიური სისუსტე: მშობელთა
უყურადღებობა, მშობელთა განათლების დაბალი დონე, სოციალური სიდუხჭირე, ენის ბარიერი
(არაქართულენოვნები: სომხები, რუსები, ქურთები, აზერბაიჯანელები), დანგრეული ოჯახები,
დევნილები. ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს მოსწავლის ცოდნის ხარისხზე, რადგან მათი
უმრავლესობა ოჯახური პირობების გამო სრულფასოვნად ვერ ახერხებს თვითრეალიზებას. ახალი სასწავლო წლიდან დაგეგმილი მაქვს საინტერესო ღონისძიებები, რომლებიც უფრო გაააქტიურებენ მოსწავლეებს,
დაუბრუნებენ საკუთარი თავის რწმენას და ვფიქრობ გააუმჯობესებენ სწავლის ხარისხს.
VIII გ კლასის ხელმძღვანელის სამუშაო გეგმა
დამრიგებელი სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. ჩემი მოვალეობაა საგნობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და დასწრების აღრიცხვა, მშობლებისთვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა, პრობლემების წამოჭრის შემთხვევაში, მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა, მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემების გადაჭრაში, საკლასო ზეიმებისა და ექსკურსიების ორგანიზებაში მონაწილეობა და სადამრიგებლო კლასთან საათის ჩატარება.
დამრიგებლის მოვალეობიდან გამომდინარე,მე ყველაზე ხშირი და ახლო ურთიერთობა მაქვს მოსწავლეებთან, ამიტომაც ყველანაირად შევეცდები ვიყო მოსწავლეთა მრჩეველი და აღმზრდელი.
შევიმუშავე სადამრიგებლო საათის გეგმა, რომელიც ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:
აღზრდის მთლიანობა - პიროვნების განვითარება ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი კუთხით არის აუცილებელი. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. მოსწავლეები ერთმანეთისგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამდენად, დამრიგებლის ფუნქცია მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნაა;
მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა - მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება აუცილებელია. საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები) დაგეგმვისას დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობა უნდა უზრუნველყოს. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინება. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ;
ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი - დამრიგებელმა მოსწავლეებს ხელი უნდა შეეუწყოს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.
სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:
1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები.
2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოს და ბუნების მოფრთხილება;
3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.
2016-2017 სასწავლო წლის
მიმართულებები
1. სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება;
2. მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის სრულყოფილი და უსაფრთხო გარემოს შექმნა;
3. სამოქალაქო აქტივობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის(სამართლიანობა,
ტოლერანტობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება
საორგანიზაციო საკითხები |
|||
შესასრულებელი საკითხები
|
აქტივობა და მიზნები
|
დრო
|
|
1
|
კლასის კონტიგენტის დაზუსტება, ჟურნალის და სასკოლო
დოკუმენტაციის წარმოება, ქცევის კოდექსის გაცნობა, სახელნძღვანელოების დარიგება,
მოსწავლეთა მორიგეობის დადგენა, დღის რეჟიმის გაცნობა და საორგანიზაციო კუთხის გაკეთება.
|
მოვაწესრიგებ პირად საქმეებს, მშობლებს გავაცნობ ქცევის
კოდექსს და შინაგანაწესს, ვადგენ მორიგეობის სიას, ვაკრავ გაკვეთილების ცხრილს.
|
სექტემბერი
|
2
|
სასკოლო ჟურნალის წარმოება
|
ვამოწმებ დასწრებას, ვარკვევ გაცდენის მიზეზებს.
|
მთელი წლის განმავლობაში
|
3
|
მოსწავლეთა პროგრესის შემოწმება. აკადემიური მოსწრებისა
და მოსწავლეთა ქცევის მონიტორინგი
|
ვაგროვებ ინფორმაციას
|
სისტემატიურად
|
4
|
მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში
|
მშობლებს ვაცნობ სადამრიგებლო პროგრამას, აკადემიურ
მიღწევებს. დავგეგმავ მშობლებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს. ხელს შევუწყობ მშობლის
სასწავლო პროცესში ჩართვას. მშობელი სისტემატურად ინფორმირებული იქნება არა მხოლოდ
მოსწავლეთა უარყოფითი ქცევის ან დაბალი აკადემიური მოსწრების, არამედ მისი მიღწევების
შესახებაც. გავაცნობ, თუ რას ვგეგმავ წლის ან სემესტრის განმავლობაში, რა ცოდნის
მიღებას და რა შედეგს უნდა მიაღწიოს წლის ბოლოს.
|
სემესტრში 2-ჯერ ან საჭიროების შემთხვევაში.
|
5
|
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა
გამოვლენა და მათ მიმართ სპეციალური სტრატეგიების დასახვა.
|
შევადგენთ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, შევუქმნით
საჭირო პორობებს, რათა დაცული იქნეს მათი უფლებები.
|
|
6
|
სასწავლო წლის ბოლოს მოვახდენ მიღწეული შედეგების
განხილვას.
|
მშობელთა კრებების თემატიკა
1.ახალი სასწავლო წლის ამოცანები-სექტემბერი;
2.I სემესტრის
შედეგები;
3.მოსწავლეთა მიმდინარე აკადემიური მოსწრება;
4.წლიური შედეგები.
სავარაუდო თემატიკა კლასის საათისათვის:
#
|
თემები
|
შეხვედრებისრაოდენობა
|
1
|
კლასის საათი ორგანიზაციულ საკითხებზე
|
სექტემბერი
|
2
|
როგორ
ვსწავლობთ,როგორ ვისწავლოთ უკეთ?
|
სექტემბერი
|
3
|
თვითგანვითარება
|
ოქტომბერი
|
4
|
ჩემი
მიზანი
|
ოქტომბერი
|
5
|
ჩემი არჩევანი,ჩემი
მომავალი პროფესია
|
ოქტომბერი
|
6
|
სწრაფვა
წარმატებისაკენ
|
ოქტომბერი
|
7
|
სოციუმი ჩემს გარშემო
|
ნოემბერი
|
8
|
ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან
|
ნოემბერი
|
9
|
ადამიანთა
უფლებები
|
ნოემბერი
|
10
|
რა
არის გენდერული როლები
|
ნოემბერი
|
11
|
იდენტობა-ვინ
ვარ მე?
|
დეკემბერი
|
12
|
სიყვარული
|
დეკემბერი
|
13
|
ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები
|
დეკემბერი
|
14
|
კონფორმიზმი
|
დეკემბერი
|
15
|
პირველი
სემესტრის შედეგების გაცნობა
|
იანვარი
|
16
|
მინდა
ვიყო წარმატებული
|
იანვარი
|
17
|
არა
ძალადობას
|
თებერვალი
|
18
|
ლიდერობა
|
თებერვალი
|
19
|
კლასის საათი: წლის მოსალოდნელი
შედეგების შესახებ
|
თებერვალი
|
20
|
არა
ნარკოტიკებს!
|
თებერვალი
|
#
|
თემები
|
შეხვედრებისრაოდენობა
|
21
|
ცნება „თანაკლასელი“
|
მარტი
|
22
|
ურთიერთობისას
სწავლის პროცესში წამოჭრილი სირთულეები და მათი გადაჭრის გზები
|
მარტი
|
23
|
კონფლიქტების
აცილების და მოგვარების უნარების განვითარების აუცილებლობა
|
მარტი
|
24
|
როდის
ირღვევა ჩვენი უფლებები
|
მარტი
|
25
|
სპორტის
მნიშვნელობა
|
აპრილი
|
26
|
დროის
ორგანიზება
|
აპრილი
|
27
|
მავნე
ჩვევების საფრთხე
|
აპრილი
|
28
|
უსაფრთხოება
და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება
|
აპრილი
|
29
|
თვითრწმენა,
საკუთარ თავსა და ძალებში დარწმუნება
|
მაისი
|
30
|
გამოცდებზე
მოსალოდნელი შედეგები
|
მაისი
|
31
|
ხელოვნების
და ინტელექტუალური მიღწევების მნიშვნელობა
|
მაისი
|
32
|
26
მაისი საქართველოს დამოუკიდებლობა
|
მაისი
|
33
|
სასწავლო
წლის შეჯამება
|
ივნისი
|
34
|
სასწავლო
შემეცნებითი ექსკურსია
|
ივნისი
|
დამრიგებლის სამუშაო გეგმა
ღონისძიებები/შეხვედრები
|
მიზანი
|
მოსალოდნელი შედეგი
|
შესრულების დრო
|
|
1
|
შეხვედრები საგნის
მასწავლებლებთან
|
კლასის მდგომარეობის
გაცნობა
|
ახალი მეთოდების
დანერგვა
|
სექტემბერი
|
2
|
გარემოს დასუფთავება
|
გაითავისონ მოსწავლეებმა
დასუფთავების აუცილებლობა
|
სუფთა გარემოში
სწავლა
|
სექტემბერი
|
3
|
სვეტიცხოვლობა
|
მოსწავლეებში
რწმენის ამაღლება
|
ინფორმაციის მიღება
|
ოქტომბერი
|
4
|
თბილისობის დღესასწაულში
მონაწილეობის მიღება
|
თბილისობის ტრადიციების
უკეთ გაცნობა
|
ინფორმაციის მიღება
|
ოქტომბერი
|
5
|
გიორგობის ბრწყინვალე
დღესასწაული
|
ცნობიერების ამაღლება
|
საკლასო ღონისძიება
და კედლის გაზეთის შექმნა
|
ნოემბერი
|
6
|
მხიარული სტარტები
|
ჯანსაღი გარემოს
შექმნა
|
სპორტისადმი ინტერესის
ამაღლება
|
ნოემბერი
|
7
|
საახალწლო კედლის
გაზეთის გამოშვება
|
ინტელექტუალური
განვითარება
|
ჯგუფებში მუშაობა
და პრეზენტაციები
|
დეკემბერი
|
8
|
საქველმოქმედო
აქციებში მონაწილეობის მიღება(სოციალურად დაუცველი მოსწავლეების დახმარება).
|
გაიაზრონ, რას
ნიშნავს სოციალურად დაუცველის ცხოვრება.
|
სოციალურა დაუცველი
მოსწავლეების დახმარება.
|
დეკემბერი
|
9
|
გამოფენის მოწყობა-შობა
ახალი წელი
|
ინტელექტუალურ-ესთეტიკური
განვითარება.
|
ჯგუფებში მუშაობა
და პრეზენტაციები
|
იანვარი
|
10
|
წმინდა ნინოს
ბრწყინვალე დღესასწაული
|
მოსწავლეებში
რწმენის ამაღლება
|
ინფორმაციის მიღება
|
იანვარი
|
11
|
გვახსოვდეს წარსული-დავით
აღმაშენებლის ღვაწლის გახსენება
|
პატრიოტული განვითარება
|
მოსწავლემ გააცნობიეროს
დავითის როლი საქართველოს ისტორიაში
|
თებერვალი
|
12
|
შეამოწმე შენი
ცოდნა-ინტელექტუალური თამაში
|
ცოდნის შემოწმება
ყველა საგანში
|
კლასის აკადემიური
მდგომარეობის გამოვლენა
|
თებერვალი
|
13
|
ღონისძიება -დედის
დღესთან დაკავშირებით
|
ინტელექტუალური
განვითარება
|
დედის როლი ადამიანის
ცხოვრებაში
|
მარტი
|
14
|
საქართველოს პირველი
პრეზიდენტი-ზვიად გამსახურდია
|
პატრიოტული განვითარება
|
საქართველოს უახლოესი
ისტორია
|
მარტი
|
15
|
9 აპრილის მოგონებები
|
პატრიოტული განვითარება
|
ბედკრული საქართველოს
ყოფა საუკუნეების განმავლობაში
|
აპრილი
|
16
|
ინტელექტუალური
ვიქტორინა მე-8 კლასებში
|
ცოდნის შემოწმება
|
კლასის აკადემიური
მდგომარეობის გამოვლენა
|
აპრილი
|
17
|
მე-12 კლასის
ბოლო ზარი
|
მოსწავლეების
ჩართულობა
|
მათი გაცილება
|
მაისი
|
18
|
26 მაისი- საქართველოს
დამოუკიდებლობის დღე
|
პატრიოტული განვითარება
|
თავისუფალ საქართველოში
ცხოვრების მნიშვნელობა
|
მაისი
|
19
|
ექსკურსია
|
ისტორიული ადგილების
მონახულება
|
გააცნობიერონ,
რომ საქართველო უდიდესი წარსულის ქვეყანაა
|
ივნისი
|
No comments:
Post a Comment